in

Carlsberg Group Iberia Refreshments-ის შეძენით საქართველოში საქმიანობას აფართოებს

Iberia Refreshments მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუდსახარში ჯგუფის, Carlsberg Group-ის ნაწილი ხდება. ეს ნაბიჯი Carlsberg Group-ისა და PepsiCo-ს სტრატეგიული პარტნიორობის საქართველოს ბაზარზე გაფართოების შედეგია.

შეთანხმების საფუძველზე, Carlsberg Group უზრუნველყოფს PepsiCo-ს უალკოჰოლო სასმელების პორტფელის წარმოებას, გაყიდვებსა და დისტრიბუციას. ამასთან ერთად, საერთაშორისო ჯგუფი გადაიბარებს Iberia Refreshments-ის ადგილობრივ ბრენდებს, მათ შორის Iberia Lemonade-ს, Maxx Power Energy Drink-სა და Maxx Coffee-ს.

საქართველოში ეს პარტნიორობა Iberia Refreshments-ის შესყიდვის გზით განხორციელდება. Carlsberg Group-სა და კომპანიის ამჟამინდელ მფლობელ Revery-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, გარიგება მოიცავს როგორც ქართულ საწარმოს, ისე სომხურ კომპანია JI Pepsi Cola Bottler Armenia-ს.

დაგეგმილი შესყიდვები ორივე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ახალ შესაძლებლობებს აჩენს რეგიონში შემდგომი ზრდისთვის. სომხეთში მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მიღებისა და ტრანზაქციის სრულად დახურვის შემდეგ, პარტნიორობა ძალაში შევა, საქართველო და სომხეთი კი Carlsberg-ის საოპერაციო ბაზრებად გარდაიქმნება. გლობალური გამოცდილებისა და მასშტაბის მქონე საერთაშორისო ჯგუფთან შეერთება ადგილობრივი კომპანიისთვის გრძელვადიანი განვითარების მყარ საყრდენს ქმნის.

მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ცვლილებები არ იგეგმება. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ Carlsberg Group Iberia Refreshments-ის მენეჯმენტთან ერთად შეაფასებს ბიზნესს, შეიმუშავებს სამომავლო საოპერაციო მოდელს და უხელმძღვანელებს ინტეგრაციას.

ორგანიზაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ინარჩუნებს ბიზნესის უწყვეტობას, მაღალ სტანდარტებსა და პასუხისმგებლობას თითოეული თანამშრომლის, პარტნიორისა და მომხმარებლის მიმართ. პროცესის შემდგომი განვითარების შესახებ დამატებითი დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

[პარტნიორის კონტენტი]

Homeis.ge-ის ყოველწლიური „შეკრება“ 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს გაიმართება

აქრობს თუ არა AI დამწყები მარკეტერების პოზიციას? Gartner-ის კვლევა