in ,

Carlsberg-ის ბარი, სადაც ყველაფერი შოკოლადისაა

Carlsberg-მა, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ლონდონში, Old Truman Brewery-ზე, შოკოლადის ბარი გახსნა. ასეთი ბარი ბრენდისთვის ახალი გამოცდილებაა. ტრადიციული ბრიტანული პაბის სტილში გაკეთებული პატარა ბარის ინვენტარი, ინტერიერის დეტალები, დარტსის დაფა და სხვა ყველაფერი შოკოლადისგანაა დამზადებული. ბარში ერთადერთი “უცხო” დეტალი ტელევიზორია, რომელშიც ინგლისის თასის საუკეთესო მომენტების ყურებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ბარი დიდხანს ვერ ძლებს და მალე იშლება.

 

 

“ წელს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება გვსურდა. ბრიტანელებს ლუდიც და შოკოლადიც ერთნაირად უყვართ. აქედან გაჩნდა ორი პროდუქტის გაერთიანების ორიგინალური იდეა”, – აცხადებენ კომპანიის მარკეტერები.

შოკოლადის ბარის იდეა “If Carlsberg Did” კამპანიის ნაწილია. Carlsberg-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი მომხმარებლის მოზიდვაა. უჩვეულო ბარი  მათთვის შეიქმნა, ვინც ლუდის დიდი მოყვარული არ არის, სამაგიეროდ, უყვარს შოკოლადი, ან უყვარს ლუდიც და შოკოლადიც.

If Carlsberd Did Chocolate Bar-ის იდეა სარეკლამო სააგენტო Fold7-სა და Carlsberg-ს ეკუთვნის. ინვენტარისა და უჩვეულო დეტალების შესაქმნელად ცნობილი Prudence Staite (food artist) მოიწვიეს, რომელმაც პროექტზე 3 თვის განმავლობაში იმუშავა.  კამპანიის სოციალური მედია Orchestral Manoeuvres in the Dark-მა (OMD) უზრუნველყო.

მოლაპარაკე ბანერი თბილისში

რჩევები ახალგაზრდა მეწარმეებისგან ინტერნეტში ეფექტური რეკლამის წარმოებაზე