in

Carlsberg-ის წყალქვეშა ბარი ზღვაზე ალკოჰოლის მიღების რისკებს უსვამს ხაზს

დანიურმა ლუდსახარშმა Carlsberg კრეატიულ სააგენტო BCW Stockholm-თან თანამშრომლობით უნიკალური კამპანია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს ზღვაზე ყოფნისას ალკოჰოლის მოხმარების თანმდევ საშიშროებებს ახსენებს. ამას კი საკმაოდ ეფექტური ვიზუალური გადაწყვეტით აკეთებს, ზღვის ფსკერზე ბარის განთავსებით.

ბარი “Don’t Drink and Boat” არის 3.5 მ. სიგანის და 2,5 მ. სიმაღლისაა. იგი სრულად აღჭურვილია ყველა იმ დეტალით, რაც ბარისთვის არის საჭირო — დახლი, სკამები, ნეონის აბრები, მაცივარი, ონკანები, გამაგრილებელი სასმელების მენიუ და, რაღა თქმა უნდა, ლუდი.

მიმდინარე თვეში, შეზღუდული დროით, ზღვისპირა ქალაქ სმოგენის სტუმრებს შეეძლებათ, წყალქვეშა ბარს ესტუმრონ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ოკეანის ფსკერზე ერთი ჭიქა უალკოჰოლო ლუდისთვის ჩაყვინთონ, რასაც ადგილობრივი მყვინთავთა კლუბი ხელმძღვანელობს.

„როგორც წამყვანი ლუდსახარში და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, როგორ მოიხმარენ ჩვენს სასმელებს. ჩვენი მიზანია, ხალხს შევახსენოთ, რომ ზღვაზე ყოფნისას თავი შეიკავონ ალკოჰოლისგან და ამის ნაცვლად, უალკოჰოლო ალტერნატივას მიმართონ“, — აღნიშნავს ჰენრიკ ბისტრომი, Carlsberg შვედეთის კომუნიკაციების მენეჯერი.

უალკოჰოლო ლუდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო პოპულარული გახდა და კომპანია აღნიშნავს, რომ შვედები ყოველწლიურად 20 მილიონ ლიტრ ამ ტიპის სასმელს მოიხმარენ.

20 შეცდომა, რომელიც 2022 წელს სოციალურ მედიაში არ უნდა დაუშვათ

ზღვა, პანორამული ხედები და კიდევ მრავალი უპირატესობა, რასაც Calligraphy Towers Batumi გვპირდება