in

ავტომობილების იმპორტი ჩინეთიდან – რატომ იზრდება მოთხოვნა?

ბოლო წლებში, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. ეს ტენდენცია ყოველწლიურად უფრო სტაბილური და მასშტაბური ხდება. ჩინური წარმოების მანქანები, რომლებსაც ერთ დროს სკეპტიკურად უყურებდა ქართველი მომხმარებელი, დღეს, საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარულია. 

სტატიაში შევეცდებით მიმოვიხილოთ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ჩინური მოდელების იმპორტის ზრდას განაპირობებს. 

რატომ გახდა ჩინური ავტომობილები პოპულარული?

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოში ჩინური წარმოების ავტომობილების ზრდა გამოიწვია, იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების სიმარტივეა. ჩინეთიდან შემოყვანილი ელექტრო მანქანები, ასევე, გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადებისგან. 

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა ხელმისაწვდომი ფასებითაც არის განპირობებული. შედარებით დაბალი თვითღირებულება, მასშტაბური წარმოება და სახელმწიფო სუბსიდიები კომპანიებს საშუალებას აძლევს, ფასის შენარჩუნებით მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მოდელები შესთავაზონ. ამასთან, ჩინური ბრენდები ავტომობილების ფართო სპექტრს აწარმოებენ, მათ შორის კომპაქტურ მანქანებს ქალაქში გადასაადგილებლად, სრულად ელექტრო მოდელებს, ჰიბრიდებს, დიდი ზომის SUV-ებს, სატვირთოებსა თუ სპეცტექნიკას. თითოეული სეგმენტი გათვლილია კონკრეტულ საჭიროებაზე და ბიუჯეტზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მომხმარებელს – იქნება ეს კერძო პირი თუ ბიზნესკომპანია – შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ წლებში, ჩინურმა მწარმოებლებმა განსაკუთრებით დაიწყეს ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების პროცესში მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებაზე. ბოლო დროს ჩინეთის ავტოინდუსტრიამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით, არამედ დიზაინის, ეკოლოგიურობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებითაც. ბევრი ჩინური ბრენდი, მათი პროდუქციის გლობალურ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსაყვანად, უკვე თანამშრომლობს ევროპულ დიზაინ სტუდიებთან და სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შედეგად, ავტომობილები ჩინეთიდან უკვე კონკურენციას უწევს კორეული, იაპონური და ზოგიერთი ევროპული ბრენდის მიერ წარმოებულ მანქანებსაც კი.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ავტოიმპორტი ჩინეთიდან აღარ გულისხმობს მხოლოდ იაფ ალტერნატივას, არამედ ის გონივრული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც თანამედროვე მახასიათებლებით აღჭურვილი, ეკონომიური და საიმედო მანქანა სურს.

ჩინური ავტომობილების იმპორტი Carmark-თან ერთად

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მყიდველებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც არა მხოლოდ ავტომობილის შეძენაში, არამედ იმპორტირების მთელ პროცესში გაუწევს მეგზურობას. სწორედ ასეთია Carmark, კომპანია, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილებისა და მოტოციკლეტების ჩამოყვანას ჩინეთიდან. 

Carmark არ არის მხოლოდ შუამავალი – ის მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს სრული პროცესის გამჭვირვალობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანიის გამოცდილი გუნდი დეტალურად გაგაცნობთ ჩინეთის ბაზარზე არსებული ავტომობილების არჩევანს, თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად შემოგთავაზებთ მოდელებს, წარმართავს მოლაპარაკებას მომწოდებელთან და იმპორტირების პროცესსაც თავად უზრუნველყოფს. რაც მთავარია, კომპანია მოგაწვდით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ასე რომ, თუ ავტომობილის ჩინეთიდან ჩამოყვანას გეგმავთ ან აღნიშნულ საკითხზე უბრალოდ კვალიფიციურ პირებთან კონსულტაციის გავლა გსურთ, დაუკავშირდით Carmark-ის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: carmark.ge/contact.

[R]

რატომ გვიჭირს საკუთარი თავის პატიება?

ჰელსინკიში „ძაღლებისთვის მსოფლიოში პირველი ქალაქის ტური“ მოაწყვეს