7
Jun
2013

პიერს შრეიბერის ექსკლუზიური ინტერვიუ Jumeirah Group

7 Jun 2013

Marketing Kingdom Georgia თბილისში  მეორედ, 26-27 სექტემბერს გაიმართება. პრეზენტატორებს შორის  იქნებიან  მაკრეტინგის საერთაშორისო  ექსპერტები ისეთი ორგანიზაციებიდან  როგორიცაა  Yahoo!,  Eurovision, Microsoft , SAP.

ერთ-ერთი მთავარი სპიკერი პიერს შრეიბერია ( დუბაიში,  Jumeirah Group-ის კორპორაციული კომუნიკაციის  ვიცე პრეზიდენტი. ჯგუფი მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის Burj Al Arab -ის მფლობელია. )

Piers_Schreiber-Jumeirahის 20 წელია საეთაშორისო კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალობით მუშაობს.  Jumeirah Group-მდე  იყო The Communication Matrix-ის თანადამფუძნებელი  და კომუნიკაციების  სტრატეგიის კონსულტანტი. მის კლიენტებს შორის იყვნენ International Finance Corporation, Shell, Dell, Nutricia, Zain, Mubadala და  BT.

Jumeirah Group მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული სასტუმროების მფლობელია.

როგორი   სტრატეგია გაქვთ?  როგორ  ახერხებთ გამორჩეული იყოს თქვენი ბრენდი კონკურენტებისაგან?

ამჟამად Jumeirah Group-ს მსოფლიოს მასშტაბით, 20-მდე სასტუმრო თუ საკურორტო  რეზიდენცია აქვს. ყველა განსხვავებული და უნიკალურია, თითოეული მათგანი იმ კონკრეტული ადგილისა და გარემოს მოთხოვნების შესაბამისია, სადაც მდებარეობს.  ამავდროულად,  ყველას აერთიანებთ ჩვენი მომსახურების საერთო „ფილოსოფია“- „იყავი განსხვავებული“. სწორედ ასე ვახერხებთ  მომსახურება თითოეულ ჩვენს კლიენტს მოვარგოთ. გავხადოთ სერვისი  ისეთი, როგორც მათ წარმოუდგენიათ, თანაც ეს შერწყმული იყოს ადგილობრივ კულტურასთან. რა სტრატეგია გვაქს , რითიც ვახერხებთ კონკურენტებისააგან დიფერენცირებას?  უპირველეს ყოფლისა , უნდა  გქონდეს საუკეთესო, უნაკლო  პროდუქტი. ჩვენი ბრენდი  შეიქმნა ათასობით  ჩვენივე სტუმრისაგან მიღებული  გამოცდილების გაზიარებით.  მეორე- ბრენდს უნდა ჰქონდეს ურყევი სტანდარტები, რომელიც არასოდეს შეიცვლება. მესამე- კარგად უნდა  იცოდე რა ტიპის აუდიტორია მოიხმარს შენს ბრენდს და მათ მოთხოვნებსა და მოლოდინებს მოარგო საკუთარი მომსახურება. ამიტომ,  ვცდილობთ, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიდგომების ერთობლიობა მივიტანოთ მომხმარებლამდე  ისე, რომ ჩვენი გზავნილები ზუსტი და უტყუარი სახით აღიქვან.

ახლა ძალიან აქტუალურია სოციალური მედია.  თქვენ როგორ  იყენებთ ამ  სივრცეს?

სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურები ვართ. ჩვენი სასტუმროების უმეტესობას საკუთარი გვერდები აქვს „Facebook “ -სა და Twitter “-ზე. ბევრი მათგანი FourSquare-ზე საკმაოდ აქტიურია. გარდა ამისა , ვიყენებთ YouTube-ის არხს და ყველა ჩვენი ვიდეო ერთ სივრცეშია თავმოყრილი. სპეციალურ გვერდებს ვქმნით ყოველი კონკრეტული ივენთისთვის ან სასპონსორო აქტივობისათვის. Jumeirah Group- ს 70-მდე რესტორანი აქვს და სოციალური მედია ძალიან ეფექტურია უკუკავშირის მისაღებად,  სადილების დასაგეგმად, იდეების ან რეცეფტების გასაზიარებლად. კვების ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია TripAdvisor . მუდმივად ვადევნებთ თვალს კლიენტების კომენტარებსა და მოსაზრებებს. ისინი საუკეთესო მსაჯულები არიან იმისა, ვართ თუ არა წარმატებულები. კიდევ ერთი პლატფორმა , რომელსაც განსაკუთრებით  გუნდში ახალი წევრების მიღებისას ვიყენებთ, LinkedIn-ია. ამის წყალობით მართლა ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეემატა ჩვენს გუნდს.

Jumeirah Group – ს  განსაკუთრებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია აქვს. გვიამბეთ ამის შესახებ .

ჩვენი ერთ-ერთი ურყევი პოზიცია რასაც კლიენტებსა თუ სხვა  პარტნიორებს ვთავაზობთ არის „იყავი განსხვავებული“. ეს გამოიხატება იმ გზებში, რომლითაც Jumeirah Group-ი ურთიერთობს საზოგადოებასთან და მათი საჭიროებების მიხედვით მოქმედებს. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია დაკავშირებულია  Jumeirah-ის ფონდის შექმნასთან, რომელშიც  ჩვენი სტუმრები, ბიზნეს პარტნიორები, მოწელეები, თანამშრომლები ერთიანდებიან  მოსახლეობის და განსაკუთრებით, ბავშვების საჭიროებების გარშემო. რაიმე კონკრეტული შემთხვევის მხარდასაჭერად თითოეული სასტუმრო კონკრეტულ ღონისძიებას ატარებს. მაგალითად,  ყოველწელიური  ღონისძიება „Swim Around the Burj“, რომელაც ასობით მონაწილე ჰყავს და ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ – ს.

მსოფლიოს ჯერ კიდევ აოცებს  სასტუმრო Burj Al Arab, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმროა. როგორ ახერხებთ შეინარჩინოთ ასეთი იმიჯი და სტატუსი 10 წლის შემდეგაც კი ?

7 ვარსკვლავიანი სტატუსი გახნის დღეს 1999 წლეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიანიჭა.  ამავე დღიდან გვუსრდა გაგვერმათლებინა პრესისა და, რა თქმა უნდა,  ჩვენი სტუმრების მოლოდინი. მისი წარმატება ყოველწლიურად მიღებულ ჯილდოებით გამოიხატება. რატომ არის  ხალხი მოხიბლული? თუ  ვიზუალური თვალსაზირსით ვიტყვით, გამოირჩევა ექსტერიერის ჩინებული დიზაინით, ანალოგიური, ტრადიციული არაბული იალქნიანი ნავებით, მდიდრული ინტერიერით, 1,590 კვადრატული მეტრის ფართობით  და 24 კარატი ოქროთი მოპირკეთებული. მომსახურების კუთხით, აქ არიან საუკეთესოდ  მომზადებული თანამშრომლები , რომელბსაც აქვთ დიდი გამოცდილება. მომსახურე პერსონალისა და სტუმრის თანაფარდობა 8:1-ზეა. როგორ ვინარჩუნებთ სტატუსს შექმნიდან 13 წლის შემდეგ?  ამ ყველაფერს გამოწვევებისა და სტუმრების მოლოდინების  უკომპრომისოდ მიღებით ვაღწევთ . და ეს ეხება ყველაფერს მშენებლობიდან დაწყებული თანამშრომელთა მომზადბიეთ დამთავრებული. Burj Al Arab-ის რესტორანსაც იმდენივე ჯილდო აქვს მიღებული,  რაც თვითონ სასტუმროს.  ვართ ინოვატორები. მაგალითად, თუ უფასო wifi  ვთავაზობთ სასტუმროში, იგივე პირობას ვქმნით ავტომობილების პარკშიც. ყველა ადგილზე გათვლილია თითო  iPad – ი, ყველა მოვლენას შესაფერისი ღონისძიებით ავღნიშნავთ და ა. შ.

თბილისში The Marketing Kingdom Georgia 2  -ის  ორგანიზატორი  P World-ია. ღონისძიების ექსკლუზიური პარტნიორია Marketer.ge  .

რეგისტრაციის, ფასის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://www.thepworld.com/pevents/event/58/marketing-kingdom-georgia-2

განხილვა