“Carol of the Bells” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო სიმღერაა, რომელიც კლასიკურ სადღესასწაულო ფილმში გამოჩნდა — „მარტო სახლში“. თუმცა ბევრმა არ იცის მისი წარმოშობის შესახებ: როგორც ჩანს, ის თავდაპირველად სულაც არ მოიაზრებოდა საშობაო მელოდიად, არამედ უკრაინული ხალხური სიმღერიდან მომდინარეობს, სახელწოდებით “Shchedryk” (პატარა ბეღურა).
ახლა კი სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi Ukraine-მა ეს საშობაო სიმღერა თავის ფესვებს დაუბრუნა, რათა ასეთ რთულ პერიოდში უკრაინელ ბავშვებს მატერიალურადაც დაუჭიროს მხარი. სააგენტომ მისი ახალი ვერსია შექმნა — “Carol of the Charity”, რათა რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ წარმოქმნილი სირთულეები ყველას ახსოვდეს. ის გვიყვება ბავშვების ისტორიებს, რომელთაგან ზოგიერთმა მშობლები დაკარგა და მათი მთელი ცხოვრება შეიცვალა.