in ,

აპლიკაცია, რომელსაც ჩავლილი მომენტების გადაღება შეუძლია – ილია ნაჭყებიას CarpeCam

ალბათ, ბევრჯერ გქონიათ მომენტი, როცა ვერ მოასწარით სასურველი კადრის გადაღება. ქართველი Software Engineer – ილია ნაჭყებიაც ბევრჯერ ყოფილა მსგავს სიტუაციაში. ჩავლილი კადრების გადაღების შეუძლებლობამ ის განსაკუთრებით ალპებში სრიალისას შეაწუხა, როცა ძალიან ბევრი Fail მომენტის გადაღება ვერ მოასწრო. 2 შაბათ-კვირა დასჭირდა იმას, რომ ახალი პროგრამირების ენა – Swift ესწავლა, რომლის გამოყენებითაც შემდეგ CarpeCam შექმნა – აპლიკაცია, რომელსაც ჩავლილი მომენტების გადაღება შეუძლია. 

„იდეა მარტივია, აპლიკაციას „ახსოვს“ ბოლო რამდენიმე წამი (3,7,10,15, 30), ანუ ის, რაც მოხდა გადაღების ღილაკის დაჭერამდე. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია შევინახოთ ის, რაც ღილაკის დაჭერამდე იყო. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია არ ინახავს იმ ვიდეოს წინა ფრაგმენტებს, სადაც არაფერი საინტერესო მომხდარა, შესაბამისად, არ ავსებს ტელეფონის მეხსიერებას“, – ამბობს ილია ნაჭყებია.

ამ გზით, იმის მიუხედავად, დავაგვიანებთ, თუ არა გადაღების ღილაკზე დაჭერას, გვექნება მასალა, რომლის აღბეჭდვაც გვსურდა.

მაგალითი 1: სრიალის დროს, ხშირად, შეიძლება ისე ისრიალო, რომ არაფერი „მოიწიო“, მაგრამ თუ რამე Fail შეგემთხვა, გინდა გქონდეს ამის ამსახველი კადრები. ამ შემთხვევაში, CarpeCam არის გამოსადეგი რამ; საათობით ტყუილად ვიდეოს ჩაწერის მაგივრად, თუ რამე საინტერესო მოხდა, ღილაკზე დაგვიანებულად დაჭერის შემთხვევაშიც კი გვაქვს საინტერესო კადრი დაფიქსირებული;

მაგალითი 2: დავუშვათ, ზღვის ტალღის მოქცევის გადაღება გვინდა და ბუნებრივია, არ ვიცით ეს ზუსტად როდის იქნება, ჩვეულებირივი კამერით ველოდებით, ვიღებთ რამდენიმეწუთიან ვიდეოს, მაგრამ სასურველი სიმაღლის, ან ფორმის ტალღა კიდევ არ ჩანს. „კარპეკამით“ ტალღა რომ მოვა, მერე დავაჭერთ გადაღების ღილაკს და მთლიანი 30 წამი, რაც უძღვოდა ტალღის მოსვლას, გვექნება კამერაში.

მაგალითი 3: კარანტინის პირობებში, გადავწყვიტე გართობა და გოლფის ჯოხით ტუალეტის ქაღალდის ჩაგდება მინდოდა. არც ისე მარტივი აღმოჩნდა და დამჭირდებოდა ბევრი დუბლი, რომ არა CarpeCam, რომელსაც ახსოვდა უახლოესი რამდენიმე წამი. როცა გამომოვიდა ჩაგდება, მერე მივედი და დავაჭირე ჩაწერის ღილაკს. ასე მივიღე 30 წამიანი ვიდეო“.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/natchkebiailia/videos/2994550003918026/” width=”720″ height=”1000″ onlyvideo=”1″]

 

ამჟამად, აპლიკაცია მხოლოდ iOS-ის მომხმარებელთათვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც ილია ამბობს, ის მალე გამოჩნდება Google Play-ზეც. აღსანიშნავია, რომ CarpeCam-ის ინტერფეისის გამოყენება ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე შეგვიძლია. აპლიკაციას აქვს უფასო და პრემიუმ ვერსიები. უფასო ვერსია გადაღების ღილაკის დაჭერამდე, 3 წამით ადრინდელი კადრის აღბეჭდვის საშუალებას მოგცემთ, პრემიუმში კი, გაზრდილი წამების გარდა (7,10,15, 30), რეკლამებისგან და ე.წ Watermark-ისგან თავისუფალ ვერსიას ვიღებთ. პრემიუმ ვერსიის ფასი 0.99$-ია, თუმცა, რადგან, ჯერჯერობით, ქართული App Store არ გვაქვს, ილიამ პრომო კოდის სისტემა შემოიღო. კოდის მისაღებად უნდა მისწეროთ CarpeCam-ის ვებგვერდს, რის შემდეგაც პრემიუმ ვერსიის ყიდვას შეძლებთ.

ილია ნაჭყებია 5 წელია საფრანგეთში მოღვაწეობს, პრემიუმ ვერსიის ყიდვით შემოსული თანხის გადარიცხვას კი საქველმოქმედო ფონდში აპირებს.

რაიან რეინოლდსმა თავისი კომპანიის გამომწერებს სახალისო ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!