Carpentopod არც მეტი, არც ნაკლები მოსიარულე ყავის მაგიდაა, რომელიც თამაშების დეველოპერმა გილიამ დე კარპენტიერმა შექმნა. თავდაპირველად თეო იანსენის Strandbeests-ის გაუმჯობესებით იყო შთაგონებული, ამიტომ ჯერ პროგრამა შეიმუშავა ფეხების დამაკავშირებელი მექანიზმების გენერირებისთვის, შემდეგ კი თავად ფეხების დიზაინი მიიღო, რომლის სიარულის სიჩქარის განსაზღვრაც შესაძლებელი იქნებოდა…
თუმცა ეს უფრო ძველი ამბავია, სადღაც 2008 წლის, მას შემდეგ კი კარპენტიერმა სამშენებლო უნარების დახვეწაზე იზრუნა და CNC-ის დანადგარსაც დაეუფლა. მხოლოდ ამ ნაბიჯების შემდგომ გადაწყვიტა ავეჯის პრაქტიკული ერთეულის შექმნა, რომელსაც სიარული შეეძლებოდა.
თორმეტფეხიანი დიზაინი ძირითადად ბამბუკისგან შედგება, თუმცა ალუმინის მცირე დეტალებიც აქვს… Arduino-ს დაფა ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგიდის მართვა კი, დისტანციურად, ჯოისტიკით შეიძლება. როგორც ვიგებთ, მოსიარულე მაგიდის ვებგვერდზე ჩაშვებიდან მალევე გაჩნდნენ მისი ყიდვის მსურველები, თუმცა კარპენტიერი თავად წარმოებას არ აპირებს და აღნიშნული დიზაინით სარგებლობის უფლებას ყველას აძლევს… დანარჩენი თავად ნახეთ: