3
Dec
2019

პროგრამა, რომელიც არსებული ნივთის ნახაზს და მისი შექმნის ინსტრუქციას გვაჩვენებს – Carpentry Compiler

3 Dec 2019

veon
veon


გამოცდილი დურგალისთვისაც კი რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა იყო საუკეთესო გზა კონკრეტული , უკვე მზა ნივთის დასამზადებლად; რა ეტაპები გაიარა მან და მით უფრო, რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორია კონკრეტული ნივთის პირველადი ნახაზი. ანუ, ასე ვთქვათ, ჩანასახი მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ პროექტს წარმოადგენდა. ახალ ციფრულ  ხელსაწყოს Carpentry Compiler-ს შეუძლია ნებისმიერი ნივთი ნახაზად აქციოს და იქცეს გზამკვლევად ახალი ნივთის შექმნის საკითხში. ამისათვის ის ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვენებს, თუ როგორ დავამზადოთ ის.

„დიზაინსა და წარმოებას, როგორც პროგრამას თუ შევხედავთ, შეგვიძლია პროგრამული ენა გამოვიყენოთ დურგლის საქმიანობაში, სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად“, – ამბობს ადრიანა შულცი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, გავრცელებულ განცხადებაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, დურგლებისთვის გამოთქმამ „ასჯერ გაზომე და მერე გაჭერი“, შეიძლება აქტუალობა დაკარგოს, რადგან ამ რთულ სამუშაოს, მათ ნაცვლად, ვაშინგტონის უნივერსიტეტში შექმნილი პროგრამა შეასრულებს. Carpentry Compiler-ს შეუძლია დურგლის საქმიანობის – დიზაინისა და შესრულების მხარის კოდირება და გარდა ამისა, იმის განსაზღვრაც, თუ რა მასალების გამოყენებით შეგვიძლია კონკრეტული ნახაზის რეალობად ქცევა, რომელი დეტალის დამზადება სჯობს თავდაპირველად და ა.შ.

დურგლებს გამოცდილი აქვთ სხვადასხვა პროგრამა 3D მოდელირებისთვის და მათ აქტიურადაც იყენებენ. თუმცა, Carpentry Compiler მათგან განსხვავებულია, რადგან შესაძლებელს ხდის უკვე არსებული ნივთის ნახაზი გავიგოთ და გამოვიყენოთ ის ახალი ნივთის შესაქმნელად.

განხილვა