in

ასე იაფი?! არ არსებობს! – Carphone Warehouse-ის სახალისო რეკლამა

ვერ გადაგიწყვიტეთ, მობილური შეიძინოთ თუ სამოგზაუროდ წახვიდეთ?! ბრიტანული კომპანია Carphone Warehouse-ი უახლესი მოდელების მობილურებზე სერიოზულ ფასდაკლებას აკეთებს, თან მომხმარებელს განვადებასაც სთავაზობს. დამატებით, შესაძლებელია Vodofone, O2, EE, ან iD ოპერატორის არჩევა და ზედმეტი გადასახადებისგან გათავისუფლება.

სარეკლამო რგოლი დუბაიში გვეპატიჟება, სადაც ყველა ჩვენს სურვილს ასრულებენ. ყველაფერი ოქროშია ჩასმული, მაგრამ ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასე დაგვანახა Carphone Warehouse-მა  თავისი მომსახურება. ახლა მობილურის საუკეთესო ფასად ყიდვასაც შეძლებთ და დუბაიში სამოგზაურო თანხაც დაგრჩებათ.

 

 

რეკლამაზე  სააგენტო Brothers and Sisters-მა იმუშავა.

რა დროს დანებებაა, ჯიმ, როცა არსებობს McDonald’s-ის სამმაგი ჩიზბურგერი?!

„ლოპოტა დეტოქსი“ – ფიზიკური და გონებრივი განტვირთვის შესაძლებლობა