in

კარფურის 11 წლის იუბილე: გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით, მიიღე განსაკუთრებული ფასდაკლებები, შეთავაზებები და პრიზების მოგების შანსი

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე ფრანგული ბრენდი  მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებითა და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

11-24 სექტემბრამდე WOLT-ის აპლიკაციით კარფურის გამოძახებისას, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CRFANNIVERSARY11 და მიიღოს 10 ლარის კრედიტები WOLT-ის ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კარფურიდან ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

ასევე, 30 სექტემბრის ჩათვლით, WOLT-ის აპლიკაციით, Colgate-Palmolive-ის ყველაზე მეტი თანხის პროდუქციის შეძენისას, კარფურის ონლაინ მომხმარებლებს შანსი ექნებათ, დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით: 1 ადგილი – iphone 14; 2 ადგილი – Playstation 5; 3 ადგილი – iwatch 8 series.

ეს ყველაფერი არ არის. კამპანიის პერიოდში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომლებსაც საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, WOLT-ის აპლიკაციით ყველაზე მეტი შეკვეთა ექნებათ განხორციელებული. გამარჯვებულებს WOLT-ის ანგარიშზე დაერიცხებათ კრედიტები კარფურის გამოსაძახებლად: 1 ადგილი – 1000 ლარის კრედიტები ; 2 ადგილი –  700 ლარის კრედიტები; 3 ადგილი – 500 ლარის კრედიტები.

გარდა ამისა, 30 სექტემბრის ჩათვლით WOLT-ის აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს სპეციალური კალათა კარფურიდან, რომელსაც სხვადასხვა საჩუქარი მოჰყვება.

კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და  მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა – „მაი ქლაბით“.  ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

[R]

Audi ცნობილ მოდელს, R8-ს გამოემშვიდობა

დედაბუნებისკენ სწრაფვა Apple-ის კომიკურ რეკლამაში