„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.
31 აგვისტოს ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ – ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კარფურში, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში – „ერთად ბავშვებისთვის“, ყოველი გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.
კარფური სასკოლო კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობს – „დახატე შენი სკოლა“, მოიტანე ნებისმიერ ჰიპერმარკეტში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) და მიიღე სასკოლო ნივთები საჩუქრად.
[R]