„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ონლაინშეძენა გახადა შესაძლებელი.
Wolt-ის პლატფორმაზე ონლაინმაღაზიები სახელით: „Carrefour Technics-Furniture East Point” და „Carrefour Technics-Furniture Dighomi” უკვე ხელიმისაწვდომია და მომხმარებლებს შეუძლიათ საუკეთესო ფასად შეიძინონ მსხვილი ტექნიკა, როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურა, კონდიციონერი გამათბობელი და ა.შ.
ეს ყველაფერი არ არის, ონლაინმაღაზიაში წარმოდგენილია, ასევე, სეზონური პროდუქცია: გარე ავეჯი, სახლის ავეჯი, საახალწლო ნაძვის ხეები და სხვა.
სასურველი პროდუქციის მიწოდების დრო 3 სამუშაო დღეა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია იმავე დღეს მიტანის სერვისი, დამატებით კი – ადგილზე მონტაჟის მომსახურება.
ამ სიახლის აღსანიშნავად „კარფური“ მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციას: უფასო მიწოდება, განსაკუთრებული ფასდაკლებები და სპეციალური საჩუქრები. შეთავაზებები ხელმისაწვდომია მხოლოდ Wolt-ის პლატფორმაზე ონლაინშოპინგისას.

„კარფურის” ახალი ონლაინმაღაზიები Wolt-ის აპლიკაციაში მომხმარებლებს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შეძენის საშუალებას აძლევს, რაც ონლაინშოპინგს კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ მარტივი შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს – ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტითა და ონლაინშოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.
[პარტნიორის კონტენტი]










