in ,

Carrfour საქართველოში (პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ)

ამ მოვლენას ყველა დიდხანს ველოდით და აი ისიც, ხვალ,13 სექტემბერს თბილისი მოლში კარფურის ჰიპერმარკეტი იხსნება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი, ხვალიდან მათ საქართველოც დაემატა. მაღაზიის ოფიციალურად გახსნამდე შეიძლება თბილისის ქუჩებსა და თბილისი მოლში შეგემჩნიათ კარფურის აქციები, ინტერვიუს მომზადების დროს ცნობილი გახდა, რომ კომპანიას კონსულტაციას სააგენტო Saatchi & Saatchi უწევს, ინტერესი და კითხვები მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ დიდია.მარკეტერი პასკალ დესკარიერს, კარფურის მარკეტინგის გენერალური დირექტორს დაუკავშირდა და ეცადა პირველს მიეღო პასუხი თქვენს ყველა შეკითხვაზე:

მოგესალმებით,პირველ რიგში გვაინტერესებს რითი იქნება კარფური ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელისგან განსხვავებული ?

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ კარფური არა სუპერმარკეტის, არამედ ჰიპერმარკეტის ფორმატით შემოდის საქრთველოში საცალო ვაჭრობის ბაზარზე. სუპერმარკეტის ფორმატისგან განსხვავებით, ჰიპერმარკეტი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, რაც გულისხმობს არამარტო დიდ სავაჭრო ფართს, არამედ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. კარფურის ჰიპერმარკეტი მოიცავს 9000 კვ.მ–ზე მეტს, სადაც წარმოდგენილი იქნება 30 000–ზე მეტი დასახელების პროდქუცია.

სხვა ჰიპერმარკეტებისან განსხვავებით კარფურში ყოველთვის დაბალი ფასებია!

რა ფასდაკლებები გექნებათ მომხმარებელისთვის პირველ ეტაპზე ?

კარფურმა ჰიპერმარკეტის ოფიციალურ გახსნამდე ადგილობრივ მომხმარებელს 21 აგვისტოდან საზაფხულო კოლექციაზე ფასდაკლების აქცია შეთავაზა. თბილისი მოლის ჰოლში წარმოდგენილი იყო გემოვნებიანი ტანისამოსი ნებისმიერი ასაკისათვის ყველაზე დაბალ ფასად!

რაც შეეხება  აქციებს ფასდაკლებებთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუმცა კარფური არაერთ მიმზიდველ პრომო აქციას გეგმავს.

ვის თვლით მთავარ კონკურენტად ქართულ ბაზარზე

კარფურისთვის კონკურენტებად შეიძლება ჩაითვლოს მსხვილი საცალო ვაჭრობის წერტილები და ცენტრები.

როგორც აღნიშნეთ ბაზარზე კონკურენცია დიდია.რას აკეთებთ იმისთვის რომ ლიდერის პოზიცია მალე დაიკავოთ ?

მსოფლიოს მაშტაბით კარფურს ყველა იცნობს დაბალი ფასების გამო. ჩვენი ფასები დაბალია არა მხოლოდ დღესასწაულებზე ან კონრეტულ აქციებზე, არამედ ყოველდღე. ჩვენთან პროდუქციის ფართო არჩევანია! კარფურში ვამაყობთ ჩვენი პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. ჩვენთან მოსვლისას თქვენ ზუსტად იცით, რომ აქ ყველაფერია. აქ ხარისხიანი და ახალი პროდუქციაა! ჩვენი პროდუქცია ყოველთვის მოწმდება დახლზე გატანამდე.

კარფურში თქვენ გელით არამარტო ყველაფერი ის, რაც სხვაგან შეიძლება გეპოვათ, არამედ  ჩვენივე, კარფურის, ხაზის ასობით დასახელების პროდუქტი, რომელიც სხვაგან არსადაა. კარფურში შეუდარებელი მომსახურების ხარისხია! ჩვენი მომსახურე პერსონალი ყველაფერს აკეთებს თქვენი მაქსიმალური კომფორტისათვის. ნუ იფიქრებთ მათზე როგორც კონსულტანტებზე, იფიქრეთ როგორც თქვენს გიდებზე საყიდლებზე ყოფნისას. კარფური საქართველოზეა ადაპტირებული! მიუხედავად იმისა რომ კარფური საერთაშორისო ბრენდია, ჩვენთან საქართველო ყველგან იგრძნობა. კარფურში მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქცია გაჯერებული იყოს ნატურალური პროდუქტებით ქართველი ფერმერებისგან.

იქნებით თუ არა რომელიმე პროდუქტში ექსკლუზივის მფლობელები?

კარფურში წარმოდგენილი იქნება უშუალოდ „კარფურის“ ხაზის პროდუქცია. თქვენ შეგხვდებათ „ კარფურის“ ბრენდს საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენთან გაიყიდება.

შესაძლებელია თუ არა მომავალში ქსელის გაფართოვება ?

„კარფური“ ჯერ–ჯერობით ერთ ჰიპერმარკეტს ხსნის თბილისი მოლში, თუმცა რა თქმა უნდა გეგმაშია ქსელის გაფართოვებაც, რომლის შესახებ თქვენ შეიტყობთ ჩვენი ოფიციალური ვებ–გვერდიდან ან კარფურის ფეისბუქის გვერდიდან.

Marketer:

“გლობალური ბრენდი” ახალ ბაზარზე ყოველთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების გარანტი არაა, კარფურის შემოსვლამ ქართულ ბაზარზე ცვლილებები ნამდვილად გამოიწვია და გააღვიძა ამ სფეროში კონკურენცია, ფაქტია გუდვილი, იოლი&პოპული, ნიკორა,სმარტი, ნუგეში და ა.შ უმოქმედოდ არ დააკვირდებიან ახალ მოთამაშეს, რაც შეეხება კარფურს, მათი მთავარი მესიჯი საერთო ჯამში ნაწილობრივ რთულად აღქმადია საზოგადოების ნაწილისათვის.

იაფი, “უცხოური”, პროდუქტების დიდი არჩევანი, კარგი სერვისი, ხარისხი

მაღაზიის გახსნამდე ძნელი სათქმელია რამდენად შეიძლება კომპანია ამ ყველაფერს აკმაყოფილებდეს. თუმცა დაველოდოთ. თქვენ კი მკითხველო გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

ბაბუას ხრიკი.

პატარა სასტუმრო, საშუალო შემოსავლის მქონე დამსვენებლებისთვის