ყველასთვის კარგად ნაცნობი სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” მთავარი პერსონაჟი, ქერი ბრედშოუ წლების შემდეგ ბელგიური ლუდის,”სტელა არტუას” კამპანიით დაბრუნდა. სარა ჯესიკა პარკერმა ეს როლი კიდევ ერთხელ მოირგო, თუმცა, ეს ის ძველი ქერი ბრედშოუ ნუ გეგონებათ… სერიალის მაყურებლებმა კარგად იციან, რომ ქერის საყვარელი სასმელი “კოსმოპოლიტენია”, კამპანიაში კი იგი შეცვლილი გემოვნებით გვიბრუნდება და იმის მაგივრად, რომ ზემოთ აღნიშნულ სასმელს გაუწიოს რეკომენდაცია, მას “სტელა არტუას” ლუდით ანაცვლებს.











