in

Carrot.ge და CityPay.io ტექნიკის ონლაინ, კრიპტოთი შეძენას სთავაზობენ მომხმარებლებს

პროდუქტის თუ მომსახურების კრიპტოვალუტით შეძენის შესაძლებლობას ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქართული კომპანია იძლევა. მზარდ ტენდენციას Carrot.ge შეუერთდა და ახლა უკვე კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი ტექნიკისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა და ადგილზე მიღება. კრიპტო გადახდების დანერგვა ქართული სტარტაპის, CityPay.io მხარდაჭერით მოხდა.

ქეროთი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, სადაც, მომხმარებელს სასურველი ტექნიკის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, სწრაფად და მარტივად შეუძლია.

კომპანია 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო ასორტიმენტთან ერთად, მის კომფორტზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს – საიტზე შეძენილ ნივთზე ქარხნული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ქეროთის გუნდი ზოგავს მომხმარებლის დროს, თავადვე ზრუნავს ნივთის სერვისცენტრში მიტანასა და მის შეკეთებაზე, ან საჭიროებისამებრ, შეძენილი ნივთის ახლით ჩანაცვლებაზე. გარდა ამისა, შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მომხმარებელს ქეროთიდან სიმბოლური საჩუქარიც მისდის.

„ქეროთის გუნდში მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და სხვადასხვა გზით ვცდილობთ მისთვის შოპინგის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მარტივი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა გადახდის ახალი მეთოდი და მომხმარებლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, სასურველი ტექნიკა კრიპტოვალუტითაც შეეძინა“, — აღნიშნავს ანი ნიკოლაიშვილი, მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი.

„კრიპტო გადახდების ყოველდღიურობაში დანერგვა უკვე რეალობად ვაქციეთ და გვიხარია კომპანიების დაინტერესება ამ კუთხით. ქეროთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, მათი პროდუქტის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე საქართველოში უკვე ნებისმიერი ტიპის პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა იქნება შესაძლებელი სხვადასხვა კრიპტოვალუტით“,  — ამბობს ბექა ქემერტელიძე, CityPay.io თანადამფუძნებელი.

კრიპტო გადახდების ყოველდღიურობაში დანერგვაზე 1 წელზე მეტია CityPay.io ზრუნავს. უკვე 500-მდე კომპანიაშია შესაძლებელი კრიპტოვალუტით გადახდის განხორციელება, ნებისმიერი კრიპტო საფულედან. კრიპტო გადახდების სისტემა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის საჭიროებებზე არის მორგებული. შესაძლებელია როგორც ელ-კომერციის ტიპის კრიპტო საგადახდო არხის დანერგვა, ასევე POS ტერმინალის დაყენება ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Community Building Vs Social Media Management – რა განსხვავებაა ამ ორს შორის და როგორ განვსაზღვროთ რომელი სჭირდება ჩვენს ბრენდს?

Heineken-ის ბოტასში ლუდი და სახსნელია მოთავსებული