in

Carlsberg-ის რეკლამა – როგორ ხდება სამყარო უკეთესი ლუდთან ერთად

გასულ წელს, Heineken-მა საკუთარი ლუდის რეკლამირებისთვის ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, დენიელ კრეიგი გამოიყენა. ახლა კი Carlsberg თავის რეკლამაში დანიელ მსახიობს, ჯეიმს ბონდის ყოფილ მტერს – მადს მიკელსენს წარმოდგვიდგენს.

რეკლამა ეფექტურად გადმოგვცემს, როგორ უმჯობესდება თითოეული ქმედება და მოვლენა ლუდ Carlsberg-თან ერთად. მადს მიკელსენის როლი კი სიმბოლურად, სავარაუდოდ, ლუდის კომპანიებს შორის კრეატიულ კონკურენციას გამოხატავს.

“ჩვენ გვჯერა, რომ ლუდში უფრო მეტი რამ არის ვიდრე ალკოჰოლის შემცველობა და შესანიშნავი მომენტები, ლუდის საშუალებით ბევრად უკეთესი ხდება. ამიტომ ჩვენ შევქმენით არაჩვეულებრივად გემრიელი ლუდი, რათა უფრო მეტი მომენტი იქცეს უკეთესად. სწორედ ამის აღნიშვნა გვინდოდა რეკლამაში” – Carlsberg-ის გლობალური ბრენდის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ეს Carlsberg-ის მიერ პირველი წარმოებული გლობალური რეკლამაა, რასაც ბიძგი კომპანიის ალკოჰოლური პროდუქტების, ივლისიდან სექტემბრამდე, 29%-ით გაზრდამ მისცა.

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 “Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი” გახდა!

დრონებით რბოლა – სპორტის ახალი სახეობა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება