in

ბრენდი, რომელმაც ფრანგული კაფეების არომატი მომხმარებლის სახლებამდე მიიტანა – Carte Noire

მსოფლიოში ყავის უამრავი მწარმოებელი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი არაა გლობალურად ისეთი პოპულარული, როგორიც, მაგალითად, Carte Noire. ფრანგული წარმოების ეს ბრენდი Luigi Lavazza S.p.A.-ს ჯგუფის წარმომადგენელია და ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქტს უშვებს.

istoriebi
istoriebi

ისტორიის დასაწყისი

Carte Noire 1978 წელს რენე მონიერის მიერ შეიქმნა. ის იყო მარცვლების შერევისა და მოხალვის ოსტატი, რომელსაც სურდა, საზოგადოებისთვის ისეთი ყავა შეეთავაზებინა, როგორიც მაშინ მხოლოდ სპეციალურ კაფეებში იყიდებოდა. ის ფიქრობდა, რომ ქვეყანაში, სადაც კარგ საჭმელსა და ღვინოს დიდად აფასებენ, ყავა არ უნდა იყოს გამონაკლისი. შესაბამისად, მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ყავის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება Carte Noire-ის შესაქმნელად.

ამ იდეის განხორციელებაზე რენემ რამდენიმე წელი დახარჯა, თუმცა მოახერხა, რომ პირველი 100%-იანი არაბიკა შეეტანა ბაზარზე. ის მალევე იქცა პრემიუმ პროდუქტად და დღემდე ცნობილია როგორც სუფთა არაბული ორგანული ყავით, ისე არომატების შერევის ტექნიკით, რომელიც ჯერ კიდევ რენე მონიერმა შეიმუშავა.

არომატი, შეფუთვა და გათვლა, რომელმაც Carte Noire გამორჩეულ ბრენდად აქცია

Carte Noire ნოვატორ ბრენდად თავისი კონცეფციით იქცა. იმ დროს, როდესაც ბაზარი მომხმარებელს ძირითადად არაბიკისა და რობუსტას ნარევს სთავაზობდა, Carte Noire-მა ექსკლუზიურად სუფთა არაბიკის ნაზავი წარმოადგინა რევოლუციურ შეფუთვაში. 

მისმა პროდუქტმა შთაბეჭდილება მოახდინა მდიდარ სეგმენტზე. რენე მონიემ გადაწყვიტა, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ყავა შეექმნა, არამედ შეფუთვაც, რომელიც მას მდიდრულ იერსახეს მისცემდა და ამ ყავის შეძენა ფუფუნების საგნად იქცეოდა. იმ პერიოდში ყავის ბრენდები უბრალო და ხისტი ყუთებით იყო წარმოდგენილი, Carte Noire-მა კი შეცვალა მიდგომა და ლამაზი, მოქნილი პაკეტები დაამზადა. შეფუთვასთან ერთად ყავას თავისი სლოგანიც გაუჩნდა – “Un café nommé Désir”, ყავა, სახელად სურვილი”.

მფლობელების ცვლილება

1982 წელს ბრენდი იყიდა Jacobs Suchard-მა, რომელიც ასევე ფლობდა Jacques Vabre და Jacobs 5 ყავის ბრენდებს. მის მფლობელობაში კომპანია რამდენიმე წელიწადი იყო და 1990 წელს ის შეიძინა Philip Morris Companies-მა, რომელიც ასევე ფლობს Kraft General Foods-ს, Maxwell House-სა და Kenco ყავის ბრენდებს. 

ყავის ბრენდი დღეს

გამოსვლის დღიდან Carte Noire მუდმივი მოთამაშეა გლობალურ ბაზარზე და აგრძელებს პოპულარობის ზრდას. მან თავის დროზე არა მხოლოდ მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო, არამედ სხვა კომპანიებისაც. მას მერე, რაც კომპანია Luigi Lavazza Spa-მ შეიძინა, მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა Lavazza-ს კორპორაციულ განვითარებაში. მისი დახმარებით კორპორაციის გაყიდვები 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. 

წარმოების ხარისხი

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც Carte Noire წარმატებულ ბრენდად იქცა, წარმოების ხარისხია. ბრენდს ყავის შექმნა ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი. ამ პროცესში ოთხი გადამწყვეტი ნაბიჯია: 

  • პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმის უზრუნველყოფა, რომ ყავის მარცვლები საგულდაგულოდ იყოს შერჩეული. აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მოკრეფილი მარცვლები ხელით მზადდება ტრადიციული მეთოდებით.
  • მარცვლების შერჩევის შემდეგ აუცილებელია დახვეწილი ნაზავის შექმნა. 
  • მესამე ნაბიჯია მოხალვა, რა დროსაც Carte Noire-ში ოსტატები ყოველ წამს აკონტროლებენ პროცესს, რათა საუკეთესო სურნელი და გემო მიიღონ.
  • მეოთხე და ბოლო ნაბიჯი Carte Noire-ში ყავის შექმნის ხელოვნებაში არის სრულყოფილი პირობების ინჟინერია. მარცვლების ხელით შერჩევის, შერევისა და მოხალვის შემდეგ იწყება დაფქვისა და კონდიცირების პროცესი. Carte Noire-ის ოსტატი უზრუნველყოფს ამ საბოლოო ნაბიჯის შესრულებას შეფუთვამდე, რათა შეინარჩუნოს არომატების მთლიანობა.

Carte Noire დღემდე აგრძელებს ინოვაციების შექმნას. ის მძლავრი და ფართოდ დამკვიდრებული ბრენდია ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე პროდუქტის ხაზს სთავაზობს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ახალი AI ინსტრუმენტი ვებგვერდების სქრინშოთს სამუშაო კოდად გარდაქმნის

Heinz-მა სრულად გადამუშავებადი თავსახურები შექმნა