in

საქართველოში კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

21 ნოემბერს გალერია თბილისში ამერიკული საბავშვო ბრენდ კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ბრენდი საქართველოში ფარმაცევტულმა კომპანია „გეფამ“ შემოიყვანა და პროექტის პირველადი საინვესტიციო ბიუჯეტმა 2 მილიონი ლარი შეადგინა.

კარტერ’ს 1865 წელს დაარსდა უილიამ კარტერსის მიერ და 156-წლიან ისტორიას აერთიანებს.  ბრენდი ცნობილია საბავშვო მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით. ბრენდის სლოგანია „დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“. ბავშვობა  დღესასწაულია — სწორედ ამიტომ, კარტერ’ს მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებით, პატარა და საყვარელი პერსონაჟები კი შექმნილია მხიარულებისა და სიყვარულის ინსპირაციით, რომელიც ბავშვებს შემოაქვთ ადამიანების ცხოვრებაში.

კომპანიაში აცხადებენ: „გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა. გარდა ოფიციალური მაღაზიისა, უმოკლეს დროში ბრენდის გაშლა განხორციელდება ჯპს-ისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში, ხოლო 2023 წლიდან გეგმაშია კარტერ’ს-ის დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს, მუდამ განახლებად კოლექციებს ვპირდებით“.

კარტერ’ს-ის ბრენდი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედს სწორედ ბრენდის გაყიდვები შეადგენს. კარტერ’ს-ის  ბრენდის ცნობადობა საქართველოშიც საკმაოდ მაღალია.

[R]

როგორია კომუნიკაციის ახალი გზები?

პირველი სამხედრო ფრენა 100%-იანი მდგრადი საწვავით წარმატებით დასრულდა!