in

Cartier – „მეფეთა სამკაული, სამკაულთა მეფე“

საფრანგეთში იმ დროს რევოლუცია მძვინვარებდა, როცა 1847 წელს, ლუი-ფრანსუა კარტიემ სახელოსნოში Cartier გახსნა. ათწლეულის შემდეგ, Cartier იმდენად გაიზარდა, რომ მფლობელმა პირველი ბუტიკი გახსნა. ბიზნესის მართვა ლუი-ფრანსუას შვილმა, ალფრედმა აიღო საკუთარ თავზე და ბუტიკი პარიზის პრესტიჟულ იუველირულ უბანში განათავსა. ბრენდის განვითარება ალფრედის შვილებმა განაგრძეს და Cartier-ის სახელი საზღვარგარეთ, ლონდონსა და ნიუ-იორკში გაიტანეს.

პარიზში ალფრედის მესამე შვილმა განაგრძო მუშაობა და ბრენდის მშობლიურ ქვეყანაში განვითარება. მისმა რევოლუციურმა იდეებმა, როგორიცაა იუველირულ საქმეში პლატინის გამოყენება, Cartier-ს მეფე ედუარდ VII-სგან ერგო წოდება „მეფეთა სამკაული, სამკაულთა მეფე“. გავლენიანი ადამანების შეფასებები Cartier-ს უხვად ერგო – ლუი ალბერტო სანტოს-დიუმონმა შეუკვეთა საათი, რომელსაც ტარებაც დირიჟაბლის პილოტირებისასაც შეეძლო. სანტოს-დიუმონის დამსახურებით, ეს საათი სასურველ და აუცილებელ აქსესუარად იქცა იმდროინდელი მამაკაცებისთვის.

დასავლეთის ფრონტზე მუშაობამ ლუის შთააგონა Renault FT-ის შთაგონებით შეექმნა საათი Cartier Tank – ბრენდის ერთ-ერთი მოწინავე პროდუქტი. შემდეგ იყო წყალგამძლე საათი, რომლის ტარება ცურვის დროსაც შეიძლებოდა. თუმცა, კარტიეს ალბათ, ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მაინც სამმაგი ოქროს ბეჭედი Trinity იყო, თეთრი და ყვითელი ოქროს ძაფებით ნაქსოვი.

1942 წელს, ლუის გარდაცვალებამ გააჩინა კითხვა – დასრულდა თუ არა Cartier-ის შემოქმედებითი ეპოქა? თუმცა, ალენ დომინიკ პერენისა და ჟან ტუსანის დამსახურებით, Cartier-მა განაგრძო განვითარება და წარადგინა ყოვლისშემძლე Panther – Cartier-ის სამკაულისა და საათების ხაზის სიმბოლო.

დღესაც კი, დაარსებიდან 175 წლის შემდეგ, Cartier განაგრძობს გამოწვევების მიღებას და ვითარდება. 2021 წლის მონაცემებით, ბრენდის ღირებულება $12.1 მლრდ-ს შეადგენდა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ელვისი ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს – მიწოდების სწრაფი და კომფორტული სერვისი

Spotify ბარსელონას საფეხბურთო კლუბის მაისურების სპონსორი გახდება