in

6 რამ, რაც უნდა იცოდე სანამ CARU-ს გამოიყენებ

CARU უკვე ყველამ ვიცით. ამ ინოვაციურმა და პოზიტიურმა სტარტაპმა ავტომფლობელებს თავი შეგვაყვარა და ავტომობილის მოვლა სხვა თვალით დაგვანახა. გვაჩვენა, რომ არ არის აუცილებელი, მანქანის შეკეთებისას დაქანცვამდე ვირბინოთ ხელოსნიდან – ხელოსანთან, ვეძებოთ ნაწილები 40 გრადუს სიცხეში და დღის ბოლოს, მანქანის დანახვაც კი შეგვზიზღდეს.

მოკლედ, „ქარუ“ კომფორტული, მოსახერხებელი და რაციონალური პროდუქტია, რომელსაც უკვე 30 000-მდე მომხმარებელი იყენებს. თუმცა, არის რამდენიმე წესი რაც ბევრმა არ იცის და ამ წესებით „ქარუსგან“ მაქსიმუმის „გამოწურვა“ შეგიძლიათ.

სანამ წესებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ „ქარუ“ არის ავტოასისტენტის მომსახურების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, გამოიძახო ავტოასისტენტი, გაატანო მანქანა ხელოსანთან, ის შეაკეთებს, რასაც მოინდომებ და დაგიბრუნებს შეკეთებულ ავტომობილს.

1. CARU-ს მეორედ გამოძახება 1 „კლიკით“ შეგიძლია

პირველი გამოძახებისას მარტივი, მაგრამ ცოტა არ იყოს და მოგრძო ფორმის შევსება გიწევს. თუმცა ეს მხოლოდ პირველად. პირველი განაცხადის დაფიქსირების შემდეგ გირეგისტრირდება პროფილი, საიდანაც ყოველი მომდევნო გამოძახება 1 „კლიკით“ შეგიძლია, ყოველგვარი ფორმების შევსების გარეშე.

2. თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია, „ქარუსთან“ „იჩივლო“

რადგან „ქარუ“ არის პლატფორმა, როგორც Airbnb და Uber, მისი საშუალებით კი იძახებ ავტოასისტენტს, მეწარმე პირს, რომელიც გეხმარება ავტომობილის შეკეთებაში. ეს ნიშნავს, რომ ის „ქარუს“ თანამშრომელი არაა და თუ რაიმე არ მოგეწონება, ან იფიქრებ, რომ რაიმე ცუდად გაკეთდა, შეგიძლია პრობლემა „ქარუსთან“ დააფიქსირო. ამ დროს „ქარუ“ გამოგიგზავნის პრობლემური შემთხვევების მენეჯერს, რომელიც ყველაფერს გადაამოწმებს და შესაბამის ზომებს მიიღებს, შეუძლია თანხაც კი დააბრუნოს. ასე რომ, ცხოვრებაში პირველად, შენ არ რჩები არაკეთილსინდისიერი ხელოსნის წინაშე მარტო და გყავს დამცველი.

3. ავტოასისტენტებს აქვთ საგარანტიო თანხები შენს დასაცავად

ხელშეკრულების გაფორმებისას, ავტოასისტენტი განსაზღვრული დროის განმავლობაში ვალდებულია, რომ განათავსოს საგარანტიო თანხა სპეციალურ ანგარიშზე, რომელსაც „ქარუ“ გამოიყენებს შენი ზარალის ასანაზღაურებლად, თუ ასეთი რამ საჭირო გახდა.

4. მთელი შენი შეკეთებების ისტორია პროფილში გენახება

„აუ, მე მგონი ეს „უდარნები“ შეცვლილი მაქვს, კი არ მახსოვს, რა გადავიხადე“ – ასეთი ფრაზები აღარ დაგჭირდება, რადგან ყველაფერი რასაც CARU-თი გააკეთებ, პროფილის ისტორიაში შეგენახება. ყოველთვის შეგეძლება ნახო, რა შეაკეთე, როდის შეაკეთე და რა გადაიხადე.

5. ავტოასისტენტის ხელში შენი მანქანა დაზღვეულია

როდესაც მანქანას CARU-ს ავტოასისტენტს ატან, მოქმედებს პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ავტოავარია ან რაიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა, დაზღვევა აანაზღაურებს პოლისის მიხედვით

6. ავტოასისტენტი ირჩევა მანქანის მოდელის მიხედვით

პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ავტოასისტენტი ვალდებულია აირჩიოს, მაქსიმუმ, 3 მარკის ავტომობილი, რომელზეც სურს, შეკვეთების მიღება. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა მანქანა არის ინდივიდუალური, აქვს დამახასიათებელი პრობლემები და საჭიროა, კარგად იყო გარკვეული, რომ დიაგნოზის დასმისას შეცდომაში არ შეხვიდე.

მოკლედ, სულ ეს იყო, ყველაფერი მარტივადაა, ზუსტად ისევე როგორც პროდუქტში. ახლა შეგიძლია მომზადებულმა გამოიყენო ქარუ!

 

[R]

Tinder-მა ახალი ფუნქციის – Face to Face ვიდეოზარების გამოცდა 13 ქვეყანაში დაიწყო

ALIENS-ის კამპანია #არგადადო დასრულდა! რაც ნიშნავს, რომ 10 ქართულ კომპანიას ახალი ლოგო აქვს