in

ძაღლთა თავშესაფრის დასახმარებლად, CARU, „რემაინდერ“ თასმებს ყიდის

ავტო სერვისის კომპანია CARU, ძაღლთა თავშესაფრის დასახმარებლად, თავისსავე შექმნილ, „რემაინდერთასმებს ყიდის. სახლიდან გასვლისას, ყველაზე აუცილებელი სამი ნივთი – ტელეფონი, საფულე და გასაღები – რომ არ დაგავიწყდეთ, მათი სახელწოდებები „ქარუმთასმებზე დააწერა. ეს თასმები ბიგლუს მეგობრებისა და კომპანიის ერთგული მომხმარებლებისთვის  შეიქმნა, მაგრამ, როცა სოციალური ქსელით, უსახსრობის გამო, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქების შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, „რემაინდერი“ თასმები გაეყიდათ და თავშესაფარს დახმარებოდნენ.

„თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე დაიდო პოსტი, რომ ფინანსური პრობლემების გამო, თავად თამაზ ელიზბარაშვილმა გადაწყვიტა, თავშესაფარი გააჩუქოს – ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავშესაფარი ვეღარ ახერხებს 249  ძაღლისა და 4 მურა დათვის გამოკვებას. ამიტომ, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გააჩუქოს 1 350 000 ლარის ღირებულების კომპლექსი ერთი პირობით – ახალმა მესაკუთრემ, ბინადრებს, 10 წლის განმავლობაში უნდა მოუაროს”.

CARU-მ გადაწყვიტა თავშესაფრის გაჩუქებამდე, მას შენახვაში დაეხმაროს და ამისთვის შეზღუდული რაოდენობით დამზადებული თასმები გაყიდოს.

რემაინდერი“ თასმების შესაძენად, 30 ლარი ძაღლების თავშესაფრის ანგარიშზე (#GE83BG0000000574178400) უნდა გადარიცხოთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „ბიგლუსგან“, ქვითარი კი CARU-ს ოფიციალურ გვერდზე გააგზავნოთ. „რემაინდერთასმას, 3 დღის განმავლობაში, ქვითართან ერთად მითითებულ მისამართზე.

ეს უბრალოდ თასმები არ არის, ეს  მსოფლიოში პირველი (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ანალოგი ვერ მოვუძებნეთ) „რემაინდერი თასმები,” რომელიც გახსენებს 3 ყველაზე მნიშვნელოვან  ნივთს, სახლიდან გასვლის წინ. თავიდან, ეს თასმები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისა და ბიგლუს მეგობრებისთვის შევქმენით. გვინდოდა, ეს უბრალოდ, ჩვენი ბრენდის ქვეშ შექმნილი თასმა კი არა, ღირებულების მომტანი ყოფილიყო მისთვის, ვისაც ვაჩუქებდით. ბევრი ვიფიქრეთ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს თასმამ, გარდა იმისა რომ  ფეხსაცმელს იჭერს. ბოლოს, ერთი იდეა მოგვივიდა – სახლიდან გამოსვლისას, ხშირად გვავიწყდება 3 მნიშვნელოვანი ნივთიდან ერთ-ერთი: გასაღები, ტელეფონი და საფულე. გამომდინარე იქედან, რომ თასმის შეკვრა ბოლო აქტივობაა, რასაც სახლიდან გამოსვლისას ვაკეთებთ, კარგი იქნებოდა, თუ ვინმე, შეგვახსენებდა  ამ ნივთებს. სწორედ ამიტომ დავიტანეთ მათი დასახელებები თასმებზე და ასე შევქმენით „რემაინდერი“ თასმა. ახლა მათ ყველაზე უფრო საჭირო დანიშნულებით გამოვიყენებთ – დავეხმარებით ცხოველთა თავშესაფარს, თუნდაც დროებით რომ შეძლოს საკუთრი ბინადრების შენახვა და გამოკვება“.

CARU-ს გუნდს იმედი აქვს, რომ მათ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან და თავშესაფარში მცხოვრებ ცხოველებს დაეხმარებიან.

ადრე ეს თასმები ჩვენი მეგობრებისთვის შევქმენით, თუმცა, ეს ახლა გმირების თასმებია“, – ამბობს „ქარუს“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა აბაშიძე.

 

[R]

თანამშრომლობა ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს შორის წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

როგორაა შესაძლებელი კომპიუტერის ენით მართვა, ანუ მოწყობილობა Tong