17
Oct
2019

„გამოიძახე ავტოასისტენტი ახალი ვებგვერდის მეშვეობით და ჩაიბარე მანქანა გამზადებული” – CARU

17 Oct 2019

ავტომობილის მოვლის პლატფორმა Caru, მომხმარებელს, სიახლეს სთავაზობს – კომპანიას ახალი ვებგვერდი აქვს, რომელიც კიდევ უფრო მარტივი გამოსაყენებელია და უკეთ უხსნის ავტომფლობელებს, რატომ ჯობია მანქანის შეკეთება პროფესიონალ ავტოასისტენტებს ანდონ.

 

“CARU შეიქმნა იმიტომ, რომ ავტომფლობელი თვითონ არ უნდა აკეთებდეს მის მანქანას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: იხარჯება მომხმარებლის ძვირფასი დრო, რომელსაც ის აკლებს სხვა, უფრო სასიამოვნო საქმიანობას; მანქანის მოვლაში არსებობს უამრავი „კუთხეების მოჭრის“ საშუალება, რომელიც ავტომფლობელმა არ იცის; ავტომობილის შეკეთების პროცესი ჩახლართულია, დაწყებული დიაგნოსტიკით დასრულებული შესაცვლელი ნაწილის ძებნით. ამიტომაც, მანქანის შეკეთებას სჭირდება პროფესიონალი, რომელიც ავტომომსახურებაში ერკვევა. აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა „ავტომომსახურება”, რადგანაც შეიძლება მფლობელი კარგად ერკვეოდეს მისი მანქანის სპეციფიკაში, თუმცა ავტომომსახურება ისეთივე ცალკე სამყაროა, როგორც ნებისმიერი სხვა ინდუსტრია, მაგალითად, საბანკო. შესაბამისად, საჭიროებს პროფესიულ ცოდნას”, – ამბობენ CARU-ს წარმომადგენლები.

“ახალმა ვებგვერდმა კიდევ უფრო მარტივი გახადა CARU-ს ავტოასისტენტის გამოძახება – დღეს მანქანის კეთებაზე დროის ხარჯვა იგივეა, რაც სარეცხი მანქანის არსებობის პირობებში სარეცხის ხელით რეცხვა”.

CARU-ს განახლებული ვებგვერდი, მომხმარებელს, შემდეგი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს:

  • საკუთარი პროფილის შექმნა
  • რამდენიმე მანქანის დარეგისტრირება
  • დინამიური „ინვოისების“ მიღება
  • მანქანის სერვისის ისტორიის შენახვა
  • და რაც მთავარია, ავტოასისტენტის განმეორებით გამოძახებას 1 „კლიკით“

 

[R]

განხილვა