in

CARU-ს ფასების კონტროლის ინსპექტორი დაემატა

პლატფორმები რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. Ebay, Amazon, Uber, Airbnb და სხვა მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტები, მომხმარებელს საშუალებას აძლევენ, შეიძინონ პროდუქტი/სერვისი პირდაპირ მწარმოებლებისგან. თუმცა, ასეთი პლატფორმების გამართულად ფუნქციონირებას თავისი პრობლემები ახლავს და ერთ-ერთი ასეთი ფასების კონტროლია. მაგალითად, „ქარუმ“ ამისთვის სპეციალური ინსპექტორი აიყვანა.

„ასეთი პლატფორმებით მომხმარებელი იღებს მინიმალურ ფასს და უმაღლეს ხარისხს. ეს იმიტომ ხდება, რომ შემოსავალი ბევრ ადამიანზე აღარ ნაწილდება და ამასთან, კერძო მწარმოებლები გაცილებით უკეთესი საგადასახადო პირობებით სარგებლობენ, ვიდრე კომპანიები.

სწორედ ასეთი ბიზნეს მოდელით ეხმარება CARU ადამიანებს ავტომობილის მოვლაში. თუმცა, ყველა სიკეთესთან ერთად, პლატფორმულ მიდგომას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომლის მოგვარებაც კომპანიებს უწევთ. ერთ-ერთი ასეთი სირთულე ფასების კონტროლია, რომ მომხმარებელმა არ გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე საბაზრო ღირებულებაა. სწორედ ამ მიზეზით „ქარუმ“ კომპანიაში „ფასების ინსპექტორის“ თანამდებობა შემოიღო და ამ პოზიციაზე ვახო აიყვანა“.

აქამდე ვახო, „ქარუს“ პლატფორმაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გამოცდილი ავტოასისტენტი იყო, მისი 11-წლიანი გამოცდილებისა და გამორჩეული ცოდნის გამო კომპანიამ მისი დაქირავება გადაწყვიტა.

კვირაში ერთხელ, ვახოსთან მიდის ანონიმიზირებული შეკვეთები, რაც ნიშნავს, რომ (იმის ცოდნის გარეშე, ვინ არის ავტოასისტენტი) ანალიზს უკეთებს ფასებს და გამოყოფს პოზიციებს, რომელსაც მონიშნავს. ამის შემდეგ ხდება გამოყოფილი პოზიციების დეტალური კვლევა. შესაბამისად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ავტოასისტენტის ფასები, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, მაღალია კომპანია იღებს შესაბამის ზომებს. ეს კი გულისხმობს ავტოასისტენტისთვის პლატფორმაზე წვდომის გარკვეული დროით შეზღუდვას, ან საერთოდ, დაბლოკვასაც კი.

ვფიქრობ, რომ „ქარუს“ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მთლიანად შეცვალა ავტომობილის მოვლის პროცესი ავტომფლობელებისთვის და ამასთან მომხმარებლის ინტერესების დასაცავად ყველა ღონეს ხმარობს, ეს კი ჩემი აზრით ერთადერთი გზაა, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს. ძალიან მიხარია რომ ამ საქმეში ჩემი დიდი წვლილი მექნება შეტანილი“ – ამბობს ვახო.

 

[R]

სილქნეტის ახალი, ფერადი სტიკერები ვაიბერში

“სკუტერივით ჩქარი ბაზარია…” – ამბავი Scoot Scoot-ზე