in ,

Bic–თეთრეული– უცნაური, მაგრამ სიმართლე

bic_hp_alt_enBic   არის მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც კალმებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს აწარმოებს. თუმცა მან ბედი სხვა კატეგორიაშიც სცადა.

Bic-მა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას სანთებელების წარმოებაშიც. Bic   კალმები, საპარსები და სანთებელები ერთჯერადი მოხმარების იყო, ამიტომ მომხმარებელი მათ ადრე თუ გვიან ყრიდა.

ამის მერე,  Bic-მა გადაწყვიტა მომხმარებისთვის სრულიად ახალი პროდუქტი– ქალის თეთრეული შეეთავაზებინა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მათ მომხმარებლის მოზიდვა ვერ შეძლეს. მომხმარებელი ვერ ხედავდა ვერანაირ კავშირს Bic-ის  სხვა პროდუქციასა და თეთრეულს შორის, რადგან მათ შორის არანაირი კავშირი არ იყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კომპანია მოითხოვდა ახალი პროდუქცია  Bic–ის  სახელის ქვეშ გამოეშვათ.

ალ რიეს წერს, რომ  იგივე სახელის გამოყენებამ შეუსაბამო პროდუქტზე, შეიძლება ბევრი სირთულე შექმნას. თუ რომელიმე ბრენდმა გაითქვა სახელი რაიმე კონკრეტულ კატეგორიაში, მას გაუჭირდება ახალი, სრულიად განსხვავებული პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება. სახელს აქვს ძალა, როდესაც ის თავის ბანაკშია, მაგრამ როცა სახელი ტოვებს ან იცვლის ბანაკს, ის კარგავს ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ  Bic–ი  მათ შორის არ არის.

რა უნდა ვისწავოთ  Bic–სგან:

• გამოიყენე უკვე არსებული რესურსი.
• იყავი მოქნილი. მომხმარებლის აზრით Bic პროდუქცია არ იყო საკმარისად მოქნილი, ამიტომ მათ ვერ შეძლეს ახალი პროდუქციის წარმოება.

Gilette-ის ძველმოდური სადალაქო

როგორი იქნებოდა სამყარო Smartphone-ის გარეშე?