in

Carusell ავტომობილების ამერიკის აუქციონზე შეძენასა და შემდეგ მის გაყიდვაში დაგეხმარებათ

Carusell — ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც მომხმარებლებსა და ავტო ექსპერტებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა სასურველი ავტომობილები ძალიან მარტივად იყიდონ ან გაყიდონ. ამისათვის მხოლოდ ვებგვერდზე შესვლა და განაცხადის გაკეთებაა საჭირო, რათა ექსპერტმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს მოთხოვნები.

ახლა კი პლატფორმას ახალი სერვისი დაემატა: ე. წ. დროფშიფინგი. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ, „ქარუსელის“ ავტოექსპერტი დაიქირაონ, რომელიც კონკრეტული ბიუჯეტიდან გამომდინარე შეარჩევს ამერიკის აუქციონზე ავტომობილს; ჩამოიყვანს, „ქარუს“ ავტოასისტენტი შეაკეთებს და კვლავ „ქარუსელის“ ავტოექსპერტი გაყიდის — თანაც იმ ფასად, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება დარჩეს მომხმარებელს.

სიტყვები სტატისტიკურ მონაცემებად რომ ვაქციოთ, ამ გზით შესაძლებელი იქნება, თითოეულმა კლიენტმა წლიური შემოსავალი 10-დან 50%-მდე გაზარდოს. ეს დაახლოებით 20-ჯერ მეტია, ვიდრე ანაბრის შემთხვევაში 0.05%-იანი მატება.

მთლიანობაში, სერვისი კომფორტული გამოსაყენებელია მათთვის, ვისაც გარკვეული დანაზოგი აქვს და სურს, დამატებითი შემოსავალიც მიიღოს. და რადგანაც მანქანის ჩამოყვანა-გაყიდვის პროცესი საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, რასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. „ქარუსელის“ გამოყენების შემთხვევაში კი ამაზე ფიქრი საერთოდ არ მოუწევთ — შეუძლიათ, მშვიდად მიხედონ თავიანთ ყოველდღიურობას, მანქანების საქმეზე კი ავტოექსპერტები იზრუნებენ.

თანაც, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი სერვისი იმის გარანტიას იძლევა, რომ ექსპერტის მიერ არჩეული თუ შეკეთებული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაში იქნება. ნდობის ფაქტორზე კი პროცესის გამჭვირვალობაც მოქმედებს, რადგან კომპანიის წარმომადგენელი მუდმივ კომუნიკაციაშია მომხმარებელთან.

[R]

აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ Gzavnili.com შეიძინა

mIRC ანუ როგორ ვესაუბრებოდით ერთმანეთს ინტერნეტით 90-იანებში?