in

Carusell.ge – მანქანის ყიდვა – გაყიდვაში უკვე ექსპერტი დაგეხმარებათ

2 წლის წინ, ნიკა აბაშიძემ ბევრისთვის ოცნებად ქცეული პროდუქტი შექმნა. ამ კომპანიას, დღეს, ხალხი CARU-ს სახელით იცნობს და უკვე 30,000-მდე მომხმარებელი ჰყავს. ყოველთვიურად, „ქარუს“ დახმარებით, 1000-ზე მეტი მანქანა კეთდება. ამ 2 წლის განმავლობაში, მათ ბევრი პოზიტიური ამბითაც კი დაგვამახსოვრეს თავი.

ნიკა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მომხმარებლებს, ყველაზე ხშირად, მანქანის ყიდვა – გაყიდვაში სურდათ დახმარება. ამიტომ გადაწყვიტა, ეს თხოვნა შეესრულებინა და ახალი სტარტაპი შექმნა. Carusell ინოვაციური პლატფორმაა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს გამოიძახოს ავტოექსპერტი, რომელიც მანქანას მოუძებნის, შეუმოწმებს, დეტალურ დიაგნოსტიკას ჩაუტარებს და Top 3 ვარიანტს შესთავაზებს დეტალური პრეზენტაციის სახით. ამის შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს ის მანქანა იყიდოს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება.

ხშირად ყოფილა, რომ „ქარუს“ მომხმარებელს ახალშეძენილი მანქანის გაკეთება მოუნდომებია და იმაზე მეტი პრობლემა აღმოჩენილა, ვიდრე ეგონა. ამაზე ამბობენ ხოლმე, მანქანა „შეტენესო“. სწორედ ამიტომ შევქმენით Carusell, რომელიც მომხმარებლებს არაკეთილსინდისიერი გამყიდველისგან მანქანის „შეტენვას“ აარიდებს, გაყიდვისას კი საშუალებას მიცემს, რომ პროცესი მთლიანად ჩვენს ექსპერტს გადააბაროს“.

უფრო მეტს, ამ სერვისის შესახებ, Carusell.ge-დან შეიტყობთ. ვებგვერდიდანვე შეგიძლიათ ექსპერტის გამოძახებაც.

 

[R]

ჩემი სახლი მთელი სამყაროა! პანდემიური სინამდვილის ვიზუალური მეტაფორა

“ვერცხლის დაირა” – ჯადოსნური ნივთი, რომელიც თბილისის თქმულებების სამყაროში ჩაგახედებთ