ავტომობილების ონლაინ ვაჭრობის საიტმა “Carvana”-მ მომხმარებელს და გაყიდვების სფეროს მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა, ავტომობილების გაყიდვა სპეციალური ვენდინგ აპარატებით.
აპარატი 5 სართულიან შენობას წარმოადგენს, რომელშიც გასაყიდი ავტომობილებია განთავსებული. მყიდველი ავტომობილს ონლაინ არჩევს, იხდის თანხას და იღებს სპეციალურ მონეტას. აპარატთან მისვლის დროს მონეტას აპარატში აგდებენ, რის შემდეგაც შერჩეული ავტომობილი პირველ სართულზე ჩამოდის.
ავტომობილის ყიდვის პროცესი 20 წუთში მთავრდება, რაც მყიდველს დროს უზოგავს. სამი წლის წინ დაარსებული კომპანიის “Carvana”-ს მიზანიც ავტომობილებით ვაჭრობის დროს დროის ეკონომიაა, მათი ახალი წამოწყებაც კომპანიის უცვლელ მიზანს ემსახურება.