in

“ბატლიოს სახლისთვის” ლითონის სკულპტურული ფარდა შეიქმნა

მასზე კენგო კუმამ და Associates-მა იმუშავეს

ორგანული ფორმების მქონე ფარდის შესაქმნელად, კენგო კუმამ და Associates-მა 164 00 მეტრი ალუმინის ჯაჭვი გამოიყენეს, რომელიც აღდგენილ ბატლიოს სახლშია აღმოჩენილი.

ანტონიო გაუდის მიერ აგებული ბატლიოს სახლი ახლახან მთლიანად რესტავრირდა ბერნატების ოჯახის მიერ, რომელიც სახლს 1990-იანი წლებიდან ფლობს. პროექტი ასევე მოიცავს მთელი რიგი უახლესი აქტივობების სერიას, რაც ვიზიტორების მოზიდვას ემსახურება.

რაც შეეხება კუმას დიზაინით შექმნილ ფარდას, იგი ატრიუმსა და ახალ კიბეს ამშვენებს, რომელიც პირველ სართულს დამატებით საგამოფენო სივრცესთან აერთებს. ეს უკანასკნელი ადრე ნახშირისთვის განკუთვნილ სარდაფს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ფარდა თანდათან იცვლის ფერს – ზემოთ უფრო ღია შეფერილობისაა, ხოლო ქვემოთ – მუქი. ამას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, როგორც მიწიერიდან ზეცისკენ შემსუბუქების გამოხატულება.

“ეს სივრცე ალუმინის ფარდებით წარმოვიდგინეთ, რომელიც თავისი დახვეწილი მატერიალურობით შუქს იპყრობს და მას თავისი ყველა ფორმით გვიჩვენებს – სიკაშკაშე, სილუეტები, ჩრდილები” – ამბობს კუმა. ამრიგად, არქიტექტორმა და Associates-მა სრულებით გამორიცხეს სხვა მასალის გამოყენება, რადგან ამ გზით მხოლოდ შუქსა და სინათლეზე საუბრობენ.

გარდა ინდივიდუალური ჯაჭვებისა, საბოლოო შედეგის მისაღებად, კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფაც დიდ როლს ასრულებდა. იგი ქერცლიანი შაბლონის შესაქმნელად გამოიყენეს და ასევე, თითოეული ჯაჭვის ზუსტ სიგრძისა თუ განთავსების ადგილს უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება კიბეს, რომელიც სარდაფში ჩადის, ლონდონში დაფუძნებული ფირმა Ancient & Modern-ის მიერაა დაპროექტებული. იგი 13 ტონა გაპრიალებული შავი მარმარილოსგანაა დამზადებული, რომელიც ქვემოთ მოჩუქურთმებულია, რათა ერთგვარი ცხოველური, ორგანული ფორმა შექმნას.

გაუდის ცნობიერების უპრეცედენტო წარმოდგენის ამ მცდელობის ფარგლებში, აუდიოვიზუალურმა პროდიუსერმა მიგელ ალონსომ შექმნა ინსტალაცია, რომელიც 1000 ეკრანისგან შედგებოდა და არქიტექტორის შესახებ არსებულ ფილმებს აჩვენებდა.

თურქმა მედია მხატვარმა რეფიკ ანადოლმა ასევე შექმნა კუბის ფორმის ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო გაუდის ფოტოები და მონაცემები – ამისათვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გახდა საჭირო.

საგულისხმოა, რომ როდესაც გაუდი სახლზე მუშაობდა, იგი იმ დროის საუკეთესო ხელოსნებთან თანამშრომლობდა, რათა ნაგებობა ხელოვნების ნიმუშად გადაექცია. სრულყოფილი არ-ნუვოს შენობის მისაღებად, არქიტექტორმა მოოქრული რკინა, ქვა, ხე, ვიტრაჟი და კერამიკული ფილები გამოიყენა.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკური ასოციაციის წევრი გახდა 

თუ სამსახურს ეძებ – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“