in

CASATRADE – GPS მონიტორინგისა და პარკინგის სისტემების მწარმოებელი კომპანია თბილისში

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასა ტრეიდი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა და ბაზარზე GPS მონიტორინგის სერვისის, პარკინგისა და დაშვების სისტემების წარმოებით დამკვიდრდა. კომპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაა, რადგან მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული სისტემების, თუნდაც სახელმწიფო უწყებებში გამოყენება, ერთი მხრივ, არაკომფორტული, არარელევანტურია ქვეყნის მონაცემების უსაფრთხოების კუთხით თავად სახელმწიფოსთვის და მეორე მხრივ, შესაძლებელია კომპანიის, სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტის შემცირება მონიტორინგისთვის ერთი თანამშრომლის მუშაობის ხარჯზე. უფრო დეტალურად, კომპანიის შესახებ, მარკეტერს Casatrade-ის დირექტორი, ვლადიმირ აბაჯიანი ესაუბრა:

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/casatrade.ge/videos/1784169115010105/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]

M:
 რა პრობლემას ჭრის კომპანია CasaTrade და ვინ განსაზღვრეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიად?
GPSControl არის უნიკალური გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომელებსაც სურთ პერსონალური კომპიუტერის ან სმარტფონის საშუალებით, მეთვალყურეობა გაუწიონ კუთვნილ ავტომობილებს, თანამშრომლის დავალების შესრულების ხარისხს. სისტემა განკუთვნილია წარმოების იმ ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ავტოპარკის მართვითა და მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებით, ტვირთების უსაფრთხოებით. GPSControl-ის მეშვეობით ხდება ავტომობილის ადგილმდებარეობის, გადაადგილების, სიჩქარისა და განვლილი მარშრუტის (მითითებული ზონების), თვალყურის დევნება-კონტროლი. პროგრამით სარგებლობას მინიმუმამდე დაჰყავს ავტომობილის გატაცების რისკი.

M:
კონკრეტულად რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ GPS მონიტორინგსა და პარკინგის სისტემებს. სერვისი მოიცავს: ჯიპიესის მოწყობილობის მონტაჟს, მობილურ- და ვებპლიკაციის GPS Control გადმოცემას, ყოველთვიურ ანალიტიკას, რეპორტებსა და სტატისტიკას. რაც შეეხება პარკინგის სისტემებს: ავტოპარკის მართვის სამნაირი სისტემა გვაქვს: ავტომატური სისტემა (თვითმომსახურება), ნახევრად ავტომატური სისტემა-მხოლოდ შემსვლელი აპარატითა და ნომრის ამომცნობით, ხანმოკლე და ხანგრძლივი პარკირებისთვის მარტივი გამოსაყენებელია. ადგილობრივი, ცენტრალიზებული ან მობილური კონტროლი, მონიტორინგით ობიექტებზე, დაწესებულების მუშაობის მხარდაჭერით. M: რა არის ბაზარზე თქვენი უპირატესობა და რატომ უნდა ისარგებლონ კომპანიებმა თქვენი მომსახურებით? რატომ უნდა გენდონ?
დღესდღეობით, კომპანიის ჯიპიეს მონიტორინგის სისტემაში 5075 ავტომობილია ჩართული, ხოლო პარკინგის სისტემებით 42 ობიექტი სარგებლობს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შედეგად, კომპანიები იღებენ ზედმეტად ნამუშევარი საათების შემცირებულ დროს, რაც შემსყიდველს ეხმარება, დააზუსტოს თანამშრომლის ნამუშევარი საათების რაოდენობა, ზრდის ბიზნესისა და თავად თანამშრომლის პროდუქტიულობას.

რაც შეეხება ბაზარზე ჩვენს უპირატესობას, CasaTrade გამოირჩევა კონკურენტი კომპანიების მიერ გამოყენებადი GPS მონიტორინგის სისტემისა და ინტერფეისისგან სიმარტივითა და მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მარტივად გადაწყვიტოს მისთვის კარგად ცნობილი სტანდარტული ამოცანები. ასევე, გვაქვს პერსონალური ახალი თაობის ჯიპიეს მოწყობილობაც, რომელიც კონკრეტულად ოჯახის წევრებისთვის, ბავშვთა და ხანდაზმულთა ადგილმდებარეობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად გამოიყენება და ხელს უწყობს დაუცველთა ცხოვრების უსაფრთხოებას.

M: რას შეადგენს თქვენი მომსახურებით სარგებლობის ღირებულება?
GPS-ის კუთხით, რაც უფრო მეტი მანქანაა, მით უფრო დაბალია კლიენტისთვის ღირებულება. რაც შეეხება პარკინგის სისტემას, ფუნქციონალების რაოდენობის მიხედვით იზრდება ღირებულება, მაგალითად, თუ კომპანიას სჭირდება ხურდის დაბრუნება, ქაღალდის დაბრუნება,  ბანკის ტერმინალის მიერთება, რეპორტები, შლაგბაუმის აწევა და ა.შM: როგორია თქვენი ამჟამინდელი თუ სამომავლო გამოწვევები?
ახლა ვხვდებით ყაზახებს, რომლებსაც ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა და ყაზახეთში გატანა უნდათ. ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ აზერბაიჯანში შევიდეთ და იქაური ბაზარიც ავითვისოთ. დღესდღეობით, ჩვენს GPS სისტემას ვაწვდით პოლონეთს, სომხეთსა და საბერძნეთს და გვსურს, სამშობლოში იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვახსენეთ, კომპანიები დაფიქრდნენ და გვენდონ ქართულ სისტემაზე შექმნილი სერვისის გამოყენებაზე. დაახლოებით, 2020 წლისთვის გვინდა, კავკასიის რეგიონი კარგად იყოს ათვისებული.

თბილისში Apple Premium Reseller მაღაზია გაიხსნება

პრინტ კონკურსი – ინტერნეტი სოციალურად დაუცველი 80,000-მდე მოსწავლისთვის! ქართული სააგენტოების ნამუშევრები