in

კასკოს “Facebook ჯარიმები”

კასკო ავტომობილის დაზღვევის ბრენდია, რომელიც სადაზღვევო კომპანია ირაოს მიერ დაარსდა. სულ ცოტა ხნის წინ, კასკომ აქტიურად დაიწყო Facebook კამპანიები, რომლებმაც ძალიან მალევე გამოიწვია ჩართულობა, როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების მხრიდან.

#DontSend ჩელენჯის წამოწყებასთან ერთად, ძალიან წარმატებული გამოდგა კასკოს “Facebook ჯარიმები”, რომლებიც ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც შეგხვედრიათ feed-ში.

კამპანია დაიწყო კოპი-პრინტების სერიით, სადაც გამოგონილი პერსონაჟები საჭესთან მესიჯობის გამო ჯარიმდებოდნენ.

ekaaaaa m_2 unnamed (1)

პრინტებმა მომხმარებლის დიდი მოწონება გამოიწვია და უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ თავად გამხდარიყო პრინტების პერსონაჟი. კასკო აყვა მომხმარებლების გამოწვევას დაემზადებინა პერსონალური პრინტები, რამაც  კამპანია ახალ, ინტერაქტიულ ეტაპზე გადაიყვანა.

18 20 17 15

კასკოს ალბომში “გაჯარიმებთ, რომ არ დაჯარიმდეთ!” ამჟამად 100-მდე კოპი-პრინტია ატვირთული, თუმცა მომხმარებლების თხოვნების გათვალისწინებით, ალბომს ყოველდღიურად ემატება პოსტერები. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Holmes & Watson-ი მუშაობს.

სრული ალბომის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://on.fb.me/1Tg1OAv

გადააფასეთ შეხედულებები

“ბიოქიმფარმის” ახალი სარეკლამო კამპანია