in

ნაღდი ფული vs. პლასტიკური ბარათი

ერთ დროს სიახლედ მიჩნეული საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელიც ნაღდ ფულთან შედარებით ბევრად უსაფრთხო მოსახმარია, უფრო და უფრო დიდ ადგილს იმკვიდრებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ბანკები ცდილობენ მაქსიმალურად დახვეწონ საბანკო პლასტიკური ბარათით სარგებლობის პირობები და რაც შეიძლება გააფართოვონ მისი მოხმარების არეალი.

როგორც ეისითის უახლესი კვლევის შედეგად გამოვლინდა, დღეისათვის თბილისელების ორ მესამედს (65%) უკვე აქვს მოქმედი პლასტიკური ბარათი. როგორც აღმოჩნდა, პლასტიკურ ბარათებს უფრო ხშირად შეძლებული მოქალაქეები ფლობენ – საშუალოზე მაღალი (500 Gel<)შემოსავლის მქონე თბილისელების სრული უმრავლესობა (90%) და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი (<500 Gel)თბილისელების მხოლოდ ნახევარი (55%) ფლობს ბარათს. პლასტიკური ბარათის მომხმარებლების უმრავლესობას მხოლოდ ერთი (55%) ბარათი აქვს, მესამედი კი (29%) პარალელურად 2 ან მეტი ბარათით სარგებლობს.

plastikuri.1

თბილისელ მომხმარებელთა შორის სადებეტო, არასახელფასო ბარათის ფლობა ყველაზე გავრცელებულია (48%). ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უკვე ნახევარს (47%) ხელფასი პლასტიკურ ბარათზე ერიცხება. საკრედიტო ბარათი ასევე საკმაოდ გავრცელებულია თბილისელებს შორის (35%).

plastikuri.2

თბილისში, საკმაოდ ხშირია ბარათის სავაჭროდ გამოყენების ქცევა – ხუთიდან ორი (38%) თბილისის მოსახლე პლასტიკურ ბარათს სავაჭრო ობიექტებში იყენებს, ხუთიდან ერთი (20%) თბილისელი კომუნალურ ხარჯებსაც პლასტიკური ბარათით ფარავს. თბილისელთა მეათედი (10%) პლასტიკური ბარათით ონლაინ შესყიდვებს ახორციელებს.

plastikuri.3

 გამოკითხვა ჩატარდა 417 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.84%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამოკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.

ვარდისფერი მსვლელობა ეივონთან ერთად !

21 თებერვალს, ბრაიან ტრეისი თბილისში