in

რა საერთო აქვს ბადმინტონს, წარუმატებელი ხელის თხოვნასა და უჩინარ მანქანებს? – სახალისო ამბები “CashBack”-ის LIVE-დან

ყურადღება! ეს არ არის სასწავლო განგაში! მდგომარეობა მართლაც სერიოზულია და მერე რა, რომ LIVE ბრიფინგის დროს, ჟურნალისტები სათამაშო მიკროფონებით “წეროები მიფრინავენ”-ს თამაშობენ, ვიღაც ცეკვავს ან ბადმინტონს თამაშობს, სხვები კი ციცქნა კალათაში უზარმაზარი რკინის კაცის ჩატევას ცდილობენ… სიტუაცია საყურადღებოა და თუ რატომ, ამას ვიდეოდან შეიტყობთ. არავითარ შემთხვევაში არ გადართოთ.

 

ამ უჩვეულო ფორმით კომუნიკაცია “ლიბერთიმ” თავისი ლოიალობის პროგრამისთვის “CashBack” წამოიწყო. უკვე მეცხრე დღეა, “CashBack”-ის წარმომადგენლები ყოველდღიურად ფეისბუქის ლაივების მეშვეობით გვერთვებიან, ვერდაბრუნებული “CashBack”-ის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ და ფულის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად, რეკომენდაციებსაც გვაცნობენ.

წესები კი მარტივია: 1. “CashBack”-ის მისაღებად უნდა გქონდეს გადმოწერილი აპლიკაცია ( iOS / Android ), 2. უნდა გაიაქტიურო სასურველი ობიექტის შეთავაზება, 3. გადაიხადო ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე. ვერდაბრუნებული CashBack კი სწორედ ის თანხაა, რომელსაც ამ წესებიდან რომელიმეს შეუსრულებლობის გამო ლიბერთის მომხმარებელი ყოველდღიურად კარგავს.

 

ლაივებმა მაყურებლის ინტერესი იმითაც მოიპოვეს, რომ თითოეული პირდაპირი ჩართვის ფონზე ყოველდღიურად სხვადასხვა სცენა თამაშდება, რაც სათამაშო მიკროფონებისა და სერიოზული რესპონდენტის ფონზე ხალისიან განწყობას ქმნის.

თუმცა, კამპანიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მთავარი სათქმელი, რის გამოც ის შეიქმნა – მომხმარებლებისთვის “CashBack”-ის შესაძლებლობებზე ემცნო და ყოველ გადახდაზე საკუთარი თანხის დაბრუნებაში დახმარებოდა, მაგალითად, Smugglers-სა და Miniso-ში, სადაც ერთი დღის განმავლობაში, 5 და 7 %-იანი CashBack 15 %-მდე გაიზარდა. დასასრულს, გეტყვით, რომ “CashBack”-ის წარმომადგენლები სრული სერიოზულობით იმედოვნებენ რომ „რეკომენდაციების გათვალისწინებით ვერდაბრუნებული თანხის ოდენობა ყოველდღიურად შემცირდება და მომხმარებელი მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებს”.

რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თქვენი თანამშრომლები თავს დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე საუბრისას?

შემოდგომის ლეგენდა 2020-ის ფინალისტები გამოვლინდნენ!