in

რა ხდება, როცა ორი კულტურა ერთ ეტიკეტში ერთიანდება — Casillero del Diablo-ს ბრენდინგი

როგორ წარმოადგენდით ორი ისეთი ქვეყნის გაერთიანებას, როგორებიც ჩილე და მექსიკა გახლავთ, თანაც, ერთი ეტიკეტის ქვეშ?! სწორედ ამ გამოწვევის წინაშე იდგა Casillero del Diablo ღვინისთვის, რომელიც ორივე მიწაზე მოყვანილი ვენახების შედეგად დაიბადა. მიზანი მკაფიო იყო: უნდა შეექმნათ შეფუთვა, რომელიც პატივს მიაგებდა მექსიკურ წარმოშობას, კერძოდ Baja California-ს, თუმცა, ამასთან, დამკვიდრებული ბრენდის დნმ-სა და მეღვინეობის სულისკვეთებასაც შეინარჩუნებდა. 

BOG
BOG

რისკიც ორმაგი გახლდათ, კულტურულ სტერეოტიპებში ჩავარდნა ან ისეთი ზოგადი დიზაინის შექმნა, რომელიც არაფერზე ისაუბრებდა… თუმცა, რადგან იცოდნენ, რომ ჩილეს მემკვიდრეობა გარკვეულწილად უკვე წარმოდგენილი იყო Casillero del Diablo-ს ბრენდში, სტრატეგიული ფოკუსი მექსიკის ავთენტური, უნივერსალური ფორმით წარმოჩენაზე გააკეთეს.

საბოლოო შედეგი კი ეტიკეტია, რომელიც იდეალურ ბალანსს აღწევს. ცალსახად Casillero del Diablo-ა, რომელსაც გული მექსიკის ხელოვნებითა და კულტურით უცემს. დიზაინია, რომელმაც უბრალოდ ბოთლი კი არ გამოაწყო, არამედ პატივისცემისა და აღტაცების ამბავი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც ღვინის სიყვარული აერთიანებთ. ამგვარად, ბრენდს ვხედავთ, რომელიც ბოთლის ირგვლივ მომხმარებლებს შორის ახალი საუბრების წამოწყების საბაბი ხდება. დანარჩენი თავად შეაფასეთ:

Canva-ში სიახლეებია — დიზაინი, AI და მარკეტინგი ერთ სივრცეში ერთიანდება

სტიპენდია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი რესურსები ჩავდოთ აკადემიურ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში – მარი ჭაღიაშვილი