in

G-SHOCK – პირველი შოკგამძლე საათის ისტორია

„მინდა შევქმნა მოდელი, რომელიც არასდროს გატყდება“ – ეს წინადადება 35 წლის წინ საერთაშორისო შეხვედრაზე გააჟღერა ინჟინერმა კიკუო იბემ,  მას შემდეგ,რაც მამის მიერ ნაჩუქარი ჯიბის საათი გაუტყდა.

საათი სათუთი აქსესუარია, 35 წლის წინ კი წარმოუდგენლად ჟღერდა ისეთი მოდელი, რომელიც დავარდნას გაუძლებდა. გამძლე საათის იდეა ბევრისთვის უაზროდ და წარმოუდგენლად ჟღერდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იდეამ მაინც დაიწყო ფესვების გადგმა.

იბემ  მოქმედება დაიწყო, სრულიად სუფთა ფურცლიდან. თავდაპირველად, გუნდში ფიქრობდნენ, რომ საუკეთესო ვარიანტი საათის რბილი მასალით გადაფარვა იქნებოდა, თუმცა რამდენიმე ცდამ მისი წარუმატებლობა აჩვენა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შოკ-გამძლე მასალა იქნებოდა გადაფარებული კორპუსზე, საათი მაინც გატყდებოდა.

სასურველი საათის შექმნის პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე საათს ისვრიან მესამე სართულიდან და აკვირდებიან განადგურების პროცესს. ზუსტად ეს ხდებოდა მაშინ, იბეს ლაბორატორიაში. გატეხილ საათს შეამოწმებდნენ, გააძლიერებდნენ ნამსხვრევებს და შემდეგ თავიდან ცდიდნენ. ციკლი, თითქოს, დაუსრულებელი იყო.

იბემ დაიწესა 1-კვირიანი „დედლაინი“, რა პერიოდის განმავლობაშიც უნდა მიეღწია თავისი მიზნისთვის, ან საქმეს საბოლოოდ დაღს დაასვამდა.1 კვირის განმავლობაში, ის თითოეულ წუთს და წამს ახალ კვლევებში, ახალ ცდებში ატარებდა.

უცბად, გადამწყვეტ დღეს, იბე ლაბორატორიის ვერანდიდან იცქირებოდა, როცა პარკში პატარა ბავშვი შეამჩნია, რომელიც რეზინის ბურთს ათამაშებდა. სწორედ ამ მომენტში გაიელვა გარდამტეხმა იდეამ: „თუკი საათს მიამაგრებ ამ ბურთს, მას შოკის გაძლება შეეძლება“. ბურთის ცენტრი არ განიცდის შოკის ეფექტს. ამ ყველაფრის საათზე დატესტვის შედეგად კი 1983 წელს სამყარომ პირველი G-SHOCK იხილა.

G-SHOCK-ის აბრევიატურა გრავიტაციულ შოკად (Gravitational Shock) იშიფრება. ბრენდის საათები, ძირითადად, სპორტის, სამხედრო და გარე აქტივობებისთვისაა შექმნილი.

ფუნქციები, როგორიცაა „ტაიმერი“, მაღვიძარა, წყალგამძლეობა ყველა მოდელს ახასიათებს. უფრო ახალ მოდელებს კი GPS და კომპასიც კი დაემატა.

გახდი G-SHOCK-ის მოძრაობის ნაწილი. შეარჩიე შენთვის სასურველი მოდელი.

ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანი ხელმისაწვდომია TI’ME მაღაზიათა ქსელში ანონლაინ“.

 

[R]

ნახეთ: მხატვარი ნამუშევრებს საკუთარ ხელებზე ხატავს

როგორი იქნებოდა სტუდია Ghibli-ს ინტერიერი რეალურ ცხოვრებაში?