თუ ნოსტალგიურად განეწყვეთ, გამოდის, მიზანი მიუღწევიათ — Casio-მ UNO-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა საათის შესაქმნელად, რომელიც ორივე ბრენდისადმი ნოსტალგიას გააღვიძებდა. ეს მოიცავს ვინტაჟურ A168 საათს UNO-ს საკულტო კარტებთან ერთად. თანამშრომლობა კი ორივე ბრენდის მუდმივ პოპულარობას აღნიშნავს, თამაშის მხიარული სულისკვეთების საათის კლასიკურ დიზაინსა და ფუნქციონალთან გაერთიანებით.

არც ის დავივიწყოთ, რომ ორივე ბრენდი 1970-იან წლებში გამოჩნდა… ახლა კი მათი კოლაბორაცია თვალსაჩინო ხდება ცოცხალი ფერების შერწყმით, Wild Card-ის ტონებით, რომელშიც წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე მოიაზრება. ეს ფერები სტრატეგიულად განლაგებულია ეკრანის გარშემო, რითაც საათი ვიზუალურად მიმზიდველიც ხდება და ნოსტალგიურ იერსაც იძენს.

ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ელემენტად კი ეკრანზე ფონად გამოსახულ Wild-ის წარწერას მიიჩნევენ. საათში ყველა დეტალი რომ გათვლილია, ამას მარტივად მიხვდებით, თუ მას უბრალოდ გადააბრუნებთ: აქ დაგხვდებათ 1, 6 და 8 ბარათების განლაგება თამაშის ლოგოთი.

თანამშრომლობა საათის შეფუთვაშიც თვალშისაცემია, თუმცა აქ არც მდგრადობაზე ზრუნვა დავიწყებიათ — UNO-ს 4 ფერის მქონე შეფუთვა გადამუშავებადი მასალისგანაა დამზადებული.

ვიზუალურ მახასიათებლების გარდა, Casio x Uno-ს საათს ტექნიკური დეტალებიც გამოარჩევს. თუნდაც ის, რომ ბატარეა 7 წლის მანძილზე მუშაობს, საათი დაცულია შუშით, რათა მეტად გამძლე იყოს, 1/100-წამიანი წამმზომიც აქვს, მაღვიძარაც და მრავალი რეჟიმი, რაც მის გამოყენებას მეტად კომფორტულს ხდის.
და რაც მთავარია, მისი შეძენა ონლაინ უკვე შეგიძლიათ!














