ამასობაში Casio საათების ინოვაციურობის 50 წელს ითვლის… ოქროს იუბილეს აღსანიშნად კი გადაწყვიტეს, საათი ნასასთან ერთად შეექმნათ. იგი GW6900NASA24-1-ის სახელით გაგვაცნეს და რიგით მეხუთეა Casio-ს იმ საათებში, რომლებიც კოსმოსური სააგენტოს თემატიკით შეიქმნა. ბრენდის მდიდარ მემკვიდრეობას მიაგებს პატივს, ნათელი, წითელი, ყვითელი და ლურჯი აქცენტები აქვს, რათა მათი საკულტო კალკულატორიც მოგვაგონოს.
Casio-ს სხვა კოსმოსური თემატიკის საათებიდან კი ის განასხვავებს, რომ რეალურადაც უძლებს კოსმოსური მოგზაურობის ექსტრემალურ არაპროგნოზირებადობას. აი, ამას უკვე თავისი ცნობილი სტრუქტურით ახერხებს. ბუნებრივია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საათი ყოველდღიურ შეფერხებებს, დავარდნებსა თუ დარტყმებს გაუძლებს.
საათის ეკრანზე ნასას ლოგოსაც მარტივად შეამჩნევთ. თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვნად უკანა კორპუსი მიაჩნიათ თავისივე უნიკალური დეტალით — ზედაპირზე ფორმულაა დატანილი, ასე იმ ძალების შესახებ სურთ, შეგვახსენონ, რომლებიც ჩვენს სამყაროს ამოძრავებს:
მეტი ინტრიგისთვის, საათის ეკრანი ანათებს, რათა გრავიტაციის განტოლება გაგვაცნოს, როცა გააქტიურდება. აი, ეს კი უკვე იმ ფუნდამენტურ ძალებს ეხმიანება, რომლებიც ციურ სხეულებს მართავს.
გარდა სამახსოვრო და საიუბილეო დიზაინისა, GW6900NASA24-1 აღჭურვილია Casio-სთვის დამახასიათებელი სიმძლავრით, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 200 მეტრამდე წყლის წნევას უძლებს. მზითაც იმუხტება და Multi-Band 6 Atomic Timekeeping-ით განსაკუთრებულ სიზუსტეზე აკეთებს განაცხადს. დამატებით ფუნქციებად კი წამმზომს, მსოფლიოში არსებული დროების ჩვენებასა და მაღვიძარას გვაცნობენ.
Casio X NASA-ს საათის ფასი 170 დოლარია.