GaspiGeo, საერთაშორისო კომპანია CaspiGroup–ის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებს კორპორატიულ ბრენდირებულ პროდუქციას სთავაზობს. მაგალითად, თუ გსურთ, თქვენი ორგანიზაციის სახელით, ბრენდირებული საჩუქრები გაუგზავნოთ ერთგულ მომხმარებლებს, ან სხვა ორგანიზაციებს, ამაში, როგორც თავად ამბობენ, CaspiGeo აუცილებლად დაგეხმარებათ – წინასწარ განსაზღვრული ნივთების გარდა, თქვენი სურვილის მიხედვით, უნიკალურ პროდუქტებსაც დაგიმზადებენ. კომპანიას აქვს ცალკე ხაზი ინდუსტრიული სამზარეულოს დანადგარები – დაამატა. ეს მომსახურება, კორპორატიულ დამკვეთებს, სამზარეულოს ახალი დანადგარების დაპროექტებას და უკვე არსებულის შეკეთებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, რა შესაძლებლობებს გაძლევთ CaspiGeo და რითია მათი პროდუქცია გამორჩეული, კომპანიის წარმომადგენელს ნაიდა ალიევას ვესაუბრეთ:
„CaspiGroup 2003 წელს თურქეთში დაარსდა. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი, თავიდანვე, ხარისხიანი და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა იყო. ბუნებრივია, ეს კურსი დღემდე გრძელდება – CaspiGroup, მომხმარებელს, 5 ბრენდს სთავაზობს: ArylaBox, ArylaDiary, Papacasso, CaspiGift, CaspiCusine“.

იქნებ, ამ პროდუქტებზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ . . .
ნაიდა ალიევა: ArylaBox აწარმოებს სხვადასხვა ბრენდირებულ ყუთებს, VIP საჩუქრებისთვის, ლიმიტირებული გამოცემის წიგნებისთვის, პლასტიკური ბარათებისთვის. ასევე ამზადებს პრემიუმ ყუთებს ალკოჰოლური სასმლისთვის, დაჯილდოების დაფებისთვის და ა.შ. ArylaDiary, მომხმარებელს, კორპორატიულ ბლოკნოტებს და ტყავის ბიზნეს აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. Papacasso ფერადი ბლოკნოტების ბრენდია, რომელიც საცალოდ იყიდება და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოთხოვნადია amazon.com-ზე. CaspiGift – პრომო აქსესუარებს აწარმოებს, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა ბრენდირებულ აქსესუარებს ამზადებს. მათ შორის არის ტექსტილიც. CaspiCusine კი ინდუსტრიული სამზარეულოს დანადგარებია. მომხმარებელს, ამ შემთხვევაში, სასტუმროსა და რესტორნების სამზარეულოს პროექტირებას და დანადგარების შეკეთებას ვთავაზობთ.

ანუ, თქვენი პროდუქცია განკუთვნილია პარტნიორი კომპანიებისთვის?
ეს ნივთები განკუთვნილია როგორც კლიენტ–პარტნიორებისთვის, ისე კომპანიის თანამშრომლებისთვის. CaspiGroup-ის ბრენდებით, მომხმარებლებს, ვეხმარებით თავიანთი იდეებისა და ბრენდის ფიზიკურ ნივთად გარდაქმნაში – ვქმნით სასაჩუქრე პროდუქციას სხვადასხვა დღესასწაულებისა და აქციებისთვის.

ახლა უშუალოდ CaspiGeo-ზე ვისაუბროთ, რომელიც საქართველოში CaspiGroup-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა . . .
„CaspiGeo”, ადგილობრივ ბაზარზე, 2008 წლიდან ოპერირებს და დღემდე წარმატებით თანამშრომლობს. საქართველოში, უამრავ მსხვილ კომპანიასთან. ძალიან საინტერესოა ჩვენი შოურუმი (ბოჭორმის ქუჩა #29). აქ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში არსებული კომპანიების ბრენდირებული პროდუქცია, სხვადასხვა წლების მიხედვით. ფაქტობრივად, ეს ბრენდების მუზეუმია. აქ კარგად ჩანს, როგორ ჩნდებოდნენ, ქრებოდნენ ან ვითარდებოდნენ ეს ქართული ბრენდები.

და ქართულ ბაზარზეც CaspiGroup-ის ხუთივე ბრენდით ხართ წარმოდგენილები? ანუ ქართველ მომხმარებელსაც თქვენს ყველა ბრენდზე აქვს წვდომა?
რა თქმა უნდა. ქართველ მომხმარებელს ყველა იმ მომსახურებას და პროდუქტს ვთავაზობთ, რასაც CaspiGroup აწარმოებს. მათ ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, წარმოებაში ჩვენ იტალიურ ნედლეულს ვიყენებთ. გვყავს პროფესიონალი და გამოცდილი გუნდი, საწარმო კი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ბრენდირების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.

კიდევ რითია გამორჩეული CaspiGroup-ის და შესაბამისად, CaspiGeo-ს ბრენდები?
ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ არამხოლოდ სტანდარტულ პროდუქციას, არამედ, მათი სურვილის შესაბამისად, შეგვიძლია შევქმნათ უნიკალური პროდუქცია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ პარტნიორის ნდობა გავამართლოთ. ასევე, თითქმის ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულის საქმეს მოჰკიდოს ხელი და ბუნებრივია, უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს დამკვეთებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .
ყოველ წელს, ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ვცდილობთ, ჩვენი ბრენდები მუდმივად განვავითაროთ, რომ ყოველთვის ასოცირდებოდეს მსოფლიო დონის, ხარისხიან და თანამედროვე პროდუქციასთან.

[R]











