კასეტა და საწერი კალამი – 90-იანებისთვის განუყოფელი ეს ორი დუო ალბათ, ღიმილს მოგგვრით. კასეტები 1963 წელს გამოიგონეს. ის კონკურენციას უწევდა reel-to-reel და 8-track ტექნოლოგიებს. ამ სახით ჩაწერილი მუსიკის ხარისხმა და პორტატულობის შესაძლებლობამ, საბოლოოდ, კონკურენტებს შორის მოაპოვებინა უპირატესობა. 1970-იან წლებში, ხმის ხარისხი გაუმჯობესდა. მომდევნო ათწლეულში კასეტა მომხმარებლების ფავორიტი გახდა, გადაასწრო ვინილს და ბაზარზე დომინირება შეძლო 1990-იან წლებამდე, სანამ ის CD-მ არ ჩაანაცვლა.
აუდიოკასეტა ასევე იყო ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერს შეეძლო მარტივი ჩანაწერების შექმნა სახლის პირობებში. ამ ფაქტორმა კატალიზატორის როლი შეასრულა სოციალურ ცვლილებებში თავისი მცირე ზომის, გამძლეობისა და კოპირების შესაძლებლობით. მაგალითად, მიწისქვეშა პანკისა და როკის კასეტებმა დასავლური კულტურა გააცნო ახალგაზრდა თაობებს რკინის ფარდის მიღმა, პოლიტიკური და ფიზიკური საზღვრის მიუხედავად, რომელიც ყოფდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას 1945-დან 1991 წლამდე.
ტექნოლოგიის კულტურული მემკვიდრეობა და ესთეტიკა თუ მოგენატრათ, შეგიძლიათ გაეცნოთ tapedeck-ს, სადაც წარმოდგენილია საძიებო ბაზა, რომელიც თითქმის ათასი მონაცემისგან შედგება.
წყარო: thisiscolossal