in

Castello, ბათუმში, Cattelan Italia-ს მონობრენდულ შოურუმს ხსნის

დასრულდა Castello-ს წარმომადგენელთა 20-დღიანი სამუშაო ვიზიტი იტალიაში, რომლის მიზანსაც, უმეტესწილად, წარმოადგენდა, თითქმის, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მილანში დაგეგმილ „ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე“ (Salone Del Mobile Milano – Supersalone21) მონაწილეობა და სიახლეების გაცნობა. თუმცა, ევროპაში კვლავინდებურად არსებული რთული პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, მულტიბრენდული შოურუმის მესვეურები არც ამჯერად დაბრუნებულან ხელცარიელნი.

კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს ივანე ნადაშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში  მილანში, ვიჩენცაში, ფლორენციაში, ტრევიზოსა და ვენეციაში განხორციელებულ მრავალრიცხოვან შეხვედრებს შორის (Arketipo, Reflex, Twils, Moroso, Galimberti Nino, Smania, Rosini, Qeeboo), რომლებზეც საუბარი იყო, ზოგადად, საქართველოს პრემიალური ხაზის ავეჯის ინდუსტრიის შესახებ, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია ქ. ვიჩენცაში Cattelan Italia-ს (www.cattelanitalia.com) ქარხანაში მიღებული საერთო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან გაახარებს როგორც ბათუმელებს, ისე ზოგადად Castello-ს ერთგულ მომხმარებლებსა და გულშემატკივრებს. კერძოდ, ქ. ბათუმში ჟ. შარტავას გამზირზე უახლოეს პერიოდში Castello-ს მიერ ექსკლუზიურ დონეზე გაიხსნება ცნობილი იტალიური ბრენდის Cattelan Italia-ს მონობრენდული შოურუმი, რომლის დიზაინზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა ქ. ვიჩენცაში და რომლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზეც იტალიიდან ბათუმში ჩამოვა კომპანიის ხელმძღვანელობა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ Cattelan Italia დღეისათვის მსოფლიოში ასოცირდება უმაღლესი ხარისხის იტალიურ დიზაინთან და მისი პროდუქცია სარგებლობს დიდი პოპულარულობით როგორც თავად ქვეყნის შიდა ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებელთა შორის.

„… ვფიქრობთ, რომ ბათუმი დიდი ხანია იმსახურებდა მსგავსი დონის მაღალი კლასის მონობრენდული შოურუმის გახსნას. ბოლო პერიოდში Castello-ს ავეჯზე მოთხოვნა ბათუმიდან და ზოგადად აჭარის რეგიონიდან იმდენად გაიზარდა, რომ ფაქტობრივად, 2 კვირაში ერთხელ ვგზავნიდით სატვირთო მანქანით შეკვეთებს. Cattelan Italia-ს მონობრენდული შოურუმი სრულფასოვნად დააკმაყოფილებს როგორც ბიუჯეტურ, ისე მაღალი კლასის ავეჯის მსურველ მომხმარებელს გემოვნებიანი იტალიური დიზაინით, ხოლო, იქ წარმოდგენილ ტრენდულ გარნიტურებს შორის იქნება როგორც მისაღები ოთახის, ისე სასადილო, საძინებელი, კაბინეტისა და სხვა ინტერიერული სივრცეების კომპოზიციები განათებასთან ერთად. აქვე მსურს დავძინო, რომ Castello როგორც ერთადერთი მონობრენდული შოურუმის მფლობელი ქვეყანაში შესთავაზებს მომხმარებლებს Cattelan Italia-ს ყველაზე დიდ კოლექციას, გარანტირებულად საუკეთესო პირობებს, ფასებს და რაც მთავარია კვალიფიციურ სერვისს”, – განაცხადა ივანე ნადაშვილმა.

 

[R]

გზა „თეგეტამდე“ – გზა წარმატებისკენ

აპლიკაციების კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა