in

ავეჯის შოურუმი CASTELLO იტალიური MMLampadari-ს სანათებს გთავაზობთ

მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი CASTELLO, ქართველ მომხმარებელს, ცნობილი იტალიური განათებების კომპანია MMLampadari-ის პროდუქციას სთავაზობს. ეს ბრენდი 1966 წელს შეიქმნა და იტალიური შუშისა და ჭედური მეტალის ტრადიციებს აერთიანებს. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები კი, მისთვის, კლასიკურ თუ თანამედროვე კოლექციებს ქმნიან. თავად „კასტელო“, ბაზარზე, 2019 წელს გამოჩნდა და მათ შოურუმში ავეჯის ფართო არჩევანია – მისაღები ოთახის კომპლექტები, რბილი ავეჯი, საძინებლის კომბინაციები, დრესუარები, მაგიდები, სკამები, კარადები და ა.შ.  მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ივანე ნადაშვილი ამბობს, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპაში მათი კომპანიის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. ეს კი საშუალებას აძლევს, ქართულ ბაზარზე, ექსკლუზიურად წარმოადგინონ წამყვანი ევროპული ბრენდები, მათ შორის MMLampadari.

ივანე ნადაშვილი: MMLAMPADARI 1966 წელს, იტალიის კუეროს რეგიონში დაფუძნებული განათების კომპანიაა. ქარხნის მდებარეობა შემთხვევით არ შეურჩევიათ, ის ცნობილი ბელუნის დოლომიტების მაღაროსთან ახლოს მდებარეობს. სწორედ მის ბაზაზე განვითარდა რეგიონში მეტალის მასშტაბური წარმოება, რომელიც თავის მხრივ, ცნობილია იტალიაში საუკეთესო ხარისხის ჭედური მეტალის ნაკეთობების წარმოების ტრადიციებით. ახლად შექმნილი კომპანიის ხელმძღვანელობამ არამხოლოდ გონივრულად  გამოიყენა ქარხნის ოპტიმალური მდებარეობა, არამედ შეკრიბა საუკეთესო ოსტატები, რომლებსაც შეეძლოთ მეტალისგან ხელოვნების ნამდვილი ნიმუშების შექმნა. ამავდროულად,  მათ დაამყარეს მჭიდრო თანამშრომლობა ცნობილ შუშის მწარმოებელ ქარხანასთან Vetrarti IIyes Group, რომელიც იტალიაში სახელგანთქმული მურანოს შუშის წარმოების ლიდერია.

M: როგორი ბრენდია დღეს MMLAMPADARI და რა სტილის ნაკეთობებს სთავაზობს მომხმარებელს?

MMLAMPADARI-ის ნამუშევრებში ერთმანეთს ორგანულად შეერწყა იტალიის შუშის წარმოებისა და ჭედური მეტალის ექსკლუზიური ნაკეთობების საუკეთესო ტრადიციები. დღეისათვის, ეს კომპანია, მსოფლიოში ცნობილია თავისი ნაწარმით. იგი აქტიურად ავითარებს რამოდენიმე თანამედროვე  და კლასიკურ სტილს, ასევე საკონტრაქტო მიმართულებას, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერია. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან, მაგალითად: მატეო ზორზენონი, კიარა ანდრეატი, რობერტო ფავარეტო, მამინი კანდიდო, ოლგა ენგელი და სხვები.

დღეს, MMLAMPADARI, მსოფლიო ბაზარზე  პოზიციონირებს როგორც პრემიალური კლასის ბრენდი, რომლის პროდუქციასაც აქტიურად იყენებენ თავის შოურუმებში ავეჯის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და ა. შ. გამონაკლისი არც საქართველოა. ამ ბრენდს შეხვდებით თბილისში, სასტუმრო Biltmore-ში, კერძო რეზიდენციებში და სხვა. MMLAMPADARI ცნობილია თავისი განსაკუთრებული მიდგომით დეტალებისა და ხარისხისადმი.

M: MMLAMPADARI-სთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ, დღეს კი ბრენდი უკვე „კასტელოს“ შოურუმშია. რა არჩევანი აქვს ქართველ მომხმარებელს?

1-ლი ივლისიდან MMLAMPADARI ხელმისაწვდომი გახდა „კასტელოს“ შოურუმში, ოფიციალური ექსპოზიციის დონეზე, ქართველი მომხმარებლისთვის. ამ მომენტისთვის, ჩვენთან წარმოდგენილია MMLAMPADARI-ის ნამუშევრების თანამედროვე ხაზის საუკეთესო 15-მდე ნიმუში, მათ შორის: ცნობილი იტალიელი დიზაინერის მატეო ზორზენონის ეკლეკტიკური მიმართულების მეტალის ჭაღი Leaf, კიარა ანდრეატის ცნობილი Zoe, MMLampadari Studio-ს ჭერის სანათი Rain, არდ-დეკოს სტილის საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული ჭერის სანათი Pill ტორშერთან ერთად (გადაწყვეტილი 24 კარატიან ოქროს საღებავსა და სპილოს ძვლის ფერის მურანოს შუშაში), მამინი კანდიდოს კედლის ინოვაციური და უსასრულო მეტალის ინსტალაცია Petal, Clessidra, Moonlight, Balloton და სხვა.

M: თუმცა, MMLAMPADARI ერთადერთი პრემიუმ კლასის, ევროპული ბრენდი არ არის, რომელსაც „კასტელო“ თავის მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს . . . 

დიახ. „კასტელო“ დღეს, ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიურ დონეზე სთავაზობს ბრენდებს: ReflexAngelo, Arketipo, Twils, Veneran, Divanidea, Slamp, London Art Wallpaper, Rosini, Lenzi Marble და სხვა.

M: „კასტელო“ წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა ბაზარზე. საცხოვრებელი სახლის ავეჯს დღეს ბევრი შოურუმი და მაღაზია სთავაზობს მომხარებელს. თქვენი ბრენდი რითია გამორჩეული?  

ჩვენ არ გვაქვს არავითარი ამბიცია ვპოზიციონირებდეთ ბაზარზე ლიდერი კომპანიების ავანგარდში. თუმცა, თუ ჩვენი ბრენდის ცნობადობა და ქართველი მომხმარებლის ლოიალობა საპირისპიროზე მეტყველებს, ძალიან სასიამოვნოა. ერთს ვიტყვი, რომ იტალიასა და ზოგადად, დასავლეთ ევროპის სივრცეში ჩვენს კომპანიას საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატი გააჩნია.

M: რაც შეეხება სიახლეებს და თქვენს სამომავლო გეგმებს . . .

დაახლოებით, 2 კვირაში CASTELLO-ს შოურუმში გაიმართება ცნობილი ბელგიურ –  იტალიური აქსესუარების ბრენდის QEEBOO-ს კოლექციის პრეზენტაცია.

 

[R]

საქართველოს ბანკმა თანამშრომლების შვილებისთვის “ონლაინ ბაღი” შექმნა

მაღალტექნოლოგიური ხელთათმანი, რომელიც ჟესტურ ენას 98.63%-იანი სიზუსტით თარგმნის