12
Sep
2018

Just Do It! იმიტომ, რომ ამისთვის ხარ დაბადებული! – Nike-ის ვიდეორგოლი

12 Sep 2018

Elit Electronics
Elit Electronics


კოლინ კაეპერნიკის სკანდალის შემდეგ, Nike-ის მორიგი ვიდეორგოლი გამოვიდა. ესაა რევერსული კადრით გადმოცემული ემოციური ისტორია სამხრეთ აფრიკელ კასტერ სემენიას შესახებ. მორბენალი გოგონა, ტესტოსტერონის სიჭარბის გამო, უკვე 18 წლიდან გახდა კრიტიკისა და მუდმივი გამოკვლევების მსხვერპლი. თუმცა, მას სირბილი არ შეუწყვიტავს და 2016 წელს, ოლიმპიური ოქროც მოიპოვა, რაც დამარცხებულმა ბრიტანელმა მორბენალმა სემენიას მამაკაცური ჰორმონის დონეს მიაწერა. სამწუხაროდ, მსოფლიო ათლეტთა ფედერაციამ (IAAF) ტესტოსტერონის ლიმიტი დააწესა ქალი ათლეტებისთვის, რაც კასტერ სემენიასთვის სერიოზული დაბრკოლებაა. ბევრი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ერთი რომელიმე სპორტსმენის შესაზღუდად რეგულაციის შემოღება, სხვები თვლიან, რომ ამ ცვლილებას რასისტულ საფუძველსაც მიაწერენ. სწორედ ამ დროს, Nike ათლეტის მხარდასაჭერად გამოდის და საშუალებას აძლევს მას, ისაუბროს თავის ისტორიაზე.

 

განხილვა