in

კატის სახლის დიზაინი, რომელიც თქვენს შინაურ ცხოველს გააბედნიერებს

პინტერესტზე საოცნებო სახლების თვალიერება 2019 წლის ტრენდად დარჩა, 2020 წელს კი შინაური ცხოველების სახლების ძიება უფრო პოპულარულია. დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა, რომ კატებს ყველაზე კარგი ვარიანტები აქვთ ამ მხრივ. უნდა ითქვას, რომ ცხოველების სახლებს ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა – დიზაინერები ცდილობენ, ისინი ბევრად უფრო დახვეწილი, ორიგინალური და ლამაზი იყოს. სწორედ ამგვარ დიზაინს გთავაზობთ ქვემოთ, რომელსაც სამ ელემენტზე თანაბრადაა ორიენტირებული – ადამიანზე, კატასა და სივრცეზე. შინაური ცხოველი და პატრონი სივრცეს შეხმატკბილებულად იზიარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახლის დიზაინი არ არღვევს და აფუჭებს მეპატრონის სახლის ინტერიერს და, ამავდროულად, კატის ყველა მოთხოვნილებაც კმაყოფილდება.

BOG
BOG

ამ სახლის დიზაინერმა, ფაქტობრივად, მთლიანად წარმოიდგინა თქვენი შინაური ცხოველის ყველა საჭიროება იმისთვის, რომ ბედნიერად იცხოვროს. ეს სახლი საკმაოდ ბევრის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუკი თქვენმა კატამ მოიწყინა, შეგიძლიათ, სახლის ნაწილები ისე გადააწყოთ, რომ სრულიად ახალი კონსტრუქცია მიიღოთ.

“ეს არის ახლისა და ძველის ბალანსი. მე გამოვიყენე ჩვენში ყველაზე გავრცელებული მასალები და სტრუქტურები იმისთვის, რომ დიზაინის ახალი სტილი შემექმნა, გამეფაროებინა პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი, შემემცირებინა მათი ღირებულება და გამეძლიერებინა კავშირი ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის,” – ამბობს დიზაინერი.

დიზაინერი: He Yuhui

 

„ისეთი ამბავი გვაქვს, ყოველთვის რომ გინდოდა” – Mymarket-ის ახალი პროექტი

დრონებისა და რობოტების მართვას ჟესტებით შევძლებთ – MIT