15
Aug
2019

ფონტი, რომელიც კატის კუდის შთაგონებით შეიქმნა

15 Aug 2019

ფონტი, კატის ინსპირაციით, გრაფიკოსმა დიზაინერმა მაილს ბარეტომ შექმნა. ტიპოგრაფია კატების საკვების მწარმოებელი კომპანია Smalls-ისთვის გაკეთდა და მისი მიზანი იყო, პროდუქტისთვის მეტი სიხალისე შეემატებინათ. ფონტზე ბარეტომ ოსლოში მდებარე სააგენტო Good Type Foundry-სთან ერთად იმუშავა. ასოების მოყვანილობისთვის დიზაინერი კატების მოძრაობას აკვირდებოდა: “ყველაზე შთამაგონებელი იყო ის, თუ როგორ იყენებენ კატები საკუთარ სხეულს კომუნიკაციაში”. კატის კუდის მოძრაობები დიზაინერმა ფონტ Adieu-ს შეუხამა: “როდესაც კატა დაინტერესებულია, მისი კუდი მცირე კაუჭს ქმნის, თუკი ასო U-სა და E-ს დავაკვირდებით, ასეთივე დაბოლოებებს დავინახავთ”. კატის მოძრაობა ბრენდის შეფუთვის შთაგონებადაც იქცა.

 

განხილვა