in

როგორი უნდა იყოს თიმბილდინგის ღონისძიებები – „კატალისტ გლობალის“ პროგრამები საქართველოში

თანამედროვე კომპანიები სულ უფრო იაზრებენ, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატება მისი თანამშრომლების ეფექტურ მუშაობასა და კმაყოფილებაზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, თანამშრომლის ეფექტურ მუშაობას გუნდის შეკრულობა განაპირობებს, ანუ ის, თუ რამდენად კარგი საქმიანი კომუნიკაცია დგება გუნდის წევრებს შორის, რამდენად სწორადაა გადანაწილებული როლები. ამ მხრივ, განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დიდი კომპანიები დგებიან, რადგან მათი თანამშრომლებიც უმეტესობა იყოფს საერთო სამუშაო სივრცეს, თუმცა, არ იცნობს ერთმანეთს და მათი კომუნიკაცია შეიძლება ფორმალური საუბრით შემოიფარგლოს. საერთო მიზნისკენ სწრაფი სვლისთვის საჭიროა საერთო ღირებულებების გააზრება, ეფექტური კომუნიკაციისთვის კი, რა თქმა უნდა, მინიმუმ ის, რომ თანამშრომლებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი შეეძლოთ.

კორპორატიული წვეულებების თემა საახალწლოდ განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც თიმბილდინგისთვის გაცილებით ეფექტურ გზებს გვთავაზობენ. მათ შორისაა გლობალური კომპანია Catalyst, რომლის მომსახურებითაც საქართველოშიც შეგვიძლია ვისარგებლოთ და რომელსაც საახალწლოდ სპეციალური შეთავაზებები აქვს კომპანიებისთვის. სანამ Catalyst-ზე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, გეტყვით, რომ ერთერთი ასეთი თიმბილდინგის შეთავაზებაა A Big Picture – უზარმაზარი სურათი, რომლის დახატვაზეც თანამშრომლები ერთად იმუშავებთ.

კატალისტ გლობალ თიმბილდინგი“ არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მომხმარებელს თიმბილდინგის მიმართულებით ინოვაციურ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროგრამებს სთავაზობს, მსოფლიოს 40-ზე მეტ რეგიონში. Catalyst Georgia Teambuilding-ის ცნობით, ეს არის ბრენდი, რომლის პროგრამებსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Coca-Cola, Apple, Huawei, Toyota, „ფილიპ მორისი“, British American Tobacco, LG  და ა.შ. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე შემოსვლას, „კატალისტის“ ამბავი 3 წლის წინ დაიწყო, კომპანია „გრატამ“  ამის ლიცენზია მოიპოვა. „გრატა“ ქართულ ბაზარზე ოპერირების უკვე მეშვიდე წლის ათვლას იწყებს, ის დაკავებულია საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებით, ე.წ MICE, როგორც საქართველოში ასევე მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში და სომხეთში.

სამი წლის წინ საქმიანობის გაფართოება გადავწყვიტეთ და განვითარების ამბიციური გეგმები დავსახეთ. ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო ასევე ლიდერი პარტნიორი გვეპოვა, რომელსაც ექნებოდა ინოვაციური პროგრამები თიმბილდინგის მიმართულებით. ასეთი აღმოჩნდა „კატალისტი“. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ Catalyst Global Limited-ის საქართველოში და სომხეთში ოპერირების ექსკლუზიური უფლება. ამ უფლების მოპოვება მარტივი არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ საქართველოდან ბევრ ორგანიზაციას ჰქონდა ამის სურვილი. ამაყი ვარ, რომ მხოლოდ ჩვენ მოგვცეს ეს უფლება, რადგან ყველაზე მეტად „გრატა“ მიესადაგებოდა მათ სპეციფიკასა და მოთხოვნებს“, – გვიყვება Grata DMC-ის გენერალური მენეჯერი – ირმა კოდუა.

M: რა პროექტებსა თუ მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
Catalyst Georgia Teambuilding გუნდის ფორმირების ახალ მეთოდებზე და სამოტივაციო სისტემების შექმნაზე მუშაობს. თუ დაფიქრებულხართ რამდენად მნიშნელოვანია თქვენი გუნდი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის? მთელ მსოფლიოში ბევრი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თავის თანამშრომლებს და აძლევენ მათ მოტივაციას არამხოლოდ კარგი ხელფასის სახით, არამედ თიმბილდინგ ღონისძიებების მეშვეობითაც.

ჩვენი გუნდური შეჭიდულობების პროგრამები სახალისო და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულია. ბიზნეს და სიმულაციური თამაშები გრძელვადიან სარგებელზე არის გათვლილი. ეს არის ნდობის დამყარებისა და ძლიერი გუნდის შექმნის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. აღნიშნულ პროგრამებს ვუსადაგებთ კონკრეტულ და შესაფერის კორპორატიულ მიზნებს. მინდა ავღნიშნო, რომ „კატალისტის“ ყველა აქტივობა შექმნილია დიდი კვლევების შედეგად, გამოცდილია დიდ ორგანიზაციებში და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მსოფლიოში. ასევე, ეს პროგრამები რადიკალურად განსხვავებული და ინოვაციურია საქართველოს ბაზრისთვის. კატალისტის პროგრამები ემსახურება კონკრეტული უნარების გამომუშავებას. გამოვარჩევ რამდენიმე აქტივობას, ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი და გუნდის შეჭიდულობაზე ორიენტირებული აქტივობაა Beat The Box – „გახსენი ყუთი“, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ერთად იმუშაონ გუნდში, სადაც თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და ასევე, ზრდის ინდივიდუალურ ჩართულობას და მოტივაციას. გვაქვს აქტივობა Escape The Maze „გაქცევა ლაბირინთიდან“, ფიზიკური და ლოგიკური დავალებების ამოსახსნელად, ასევე ძალიან პოპულარულია Formula 1 „ფორმულა 1“, გუნდი მუშაობს რეალური ზომის მუყაოს ფორმულა 1-ის შექმნასა და გამოცდაზე.

ჩვენი მომხმარებლები ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მუდმივად ზრდაზე არიან ორიენტირებულები და ამკვირდებენ ახალ ტენდენციებს, შესაბამისად მოგვმართავენ ის კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული სწრაფვები აქვთ“. 

M: რა გამოარჩევს „კატალისტს“ ბაზარზე და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ კონკრეტული კომპანიის აქტივობებს დაგეგმავდეთ?
ჩვენ გამოგვარჩევს თანამედროვე მიდგომები, ჩვენი ხედვები და უნიკალური პროდუქტები. ვეხმარებით კომპანიებს გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვაში. თავდაპირველად, ვეცნობით კომპანიის ღირებულებებს, მოთხოვნებს და საჭიროებებს. შესაბამისად, კომპანიის HR და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, ვგეგმავთ მათზე მორგებულ ღონისძიებებს. ვიწყებთ ლოკაციის შერჩევიდან და ვაგრძელებთ ჯგუფების ტრანსპორტირებით, სასტუმროში განთავსებით, კორპორატიული ღონისძიების აქტივობების სწორად გაწერით, რის საფუძველზეც კომპანია დიდ სარგებელს ნახულობს.

უნდა ავღნიშნო, რომ „კატალისტის“ მთავარი ოფისი ყოველდღიურად გვეხმარება ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან ექსკლუზიური შეთავაზების პროგრამების შექმნაში. მათი მონაწილეობით გვაქვს განსაკუთრებული და ინდივიდუალური შეთავაზებები კლიენტებისთვის. ვგრძნობთ, რომ ვართ გლობალური ბრენდის წარმოამდგენლები და გამორჩეულად ვუდგებით კლიენტებთან ურთიერთობას.

M: რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც „კატალისტსა“ და მის თანამშრომლებს აერთიანებს? თვითონ რამდენად შეკრულია გუნდი, რომელიც სხვა კომპანიების თიმბილდინგზე მუშაობს?
უდიდესი გუნდის „კატალისტ გლობალის“ თანამშრომლები გაბნეულები ვართ მსოფლიოს მასშტაბით. დისტანციური თანამშრომლისა თუ ჯგუფის მართვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა დიდი გამოწვევაა და თანამედროვე სამყაროში უფრო საინტერესოც. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, გვიზიარებენ სიახლეებს და კლიენტებისთვის შეთავაზებების ფორმირებაში გვეხმარებიან, ჩვენ ერთი დიდი მასშტაბური გუნდი ვართ, გვაქვს ინოვაციის და კრეატიულობის გამოვლენის საშუალება, რომ სწორად მივუსადაგოთ შეთავაზება ქართული ორგანიზაციის პრინციპებს. ჩვენთვის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომლები არიან. ამ ღირებულების უზრუნველყოფას ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებსაც, მათი თანამშრომლებისთვის.

M: რა გეგმები აქვს „კატალისტს“ სამომავლოდ? 
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, დავნერგოთ თიმბილდინგების კულტურა საქართველოს ბაზარზე. კორპორატიული ღონისძიება არ უნდა იყოს ასოცირებული მხოლოდ რესტორანთან, ის უნდა აერთიანებდეს და ავითარებდეს თანამშრომლებს. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ თიმბილდინგებში და ასევე, კრეატივთან დაკავშირებულ თიმბილდინგებში, რადგან გვჯერა, რომ ამ ორი კომპონენტის განვითარება თანამშრომლებში წარმატებულს გახდის ნებისმიერ კომპანიას.

[R]

Apple-მა, iPhone-ის მომხმარებლებში, ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები დაასახელა

Protected: CSR Awards 2020-ის ჯილდო და ახალი პროექტი „მწვანე სახლი“ – „კრისტალი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს