in ,

ცათამბჯენი, მძლავრი მტვერსასრუტები და ბევრი ადრენალინი – LG-ის ექსტრემალური ექსპერიმენტი

LG–იმ თავისი ახალი მტვერსასრუტებით ექსპერიმენტი ჩაატარა, ამისთვის პროფესიონალი მთამსვლელი სიერა ბლეირ–კოილი მოიწვიეს. სეულის მახლობლად, 460 ფუტის სიმაღლის შუშის შენობაზე, სიერა მხოლოდ ორი მტვერსასრუტის ამარა აუშვეს. მტვერსასრუტებს მოჭიდების სიმძლავრე იმდენად ძლიერი აქვს, რომ გოგონას მხოლოდ 30 წუთი დასჭირდა ამ მანძილის გადასალახად. მართალია, ადამიანი-ობობა გაცილებით სწრაფი იქნებოდა ამ სიტუაციაში, მაგრამ რეალურ პირობებში ეს ფაქტი ნამდვილად ყურადღების ღირსია. ამიერიდან, LG Code Zero K94SGN მტვერსასრუტის შესაძლებლობები უდავოა.

LG–იმ  ამ ექსპერიმენტით საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართ შეცვალა დამოკიდებულება. ყოველდღიური მოხმარების ნივთებისათვის დამატებითი ფუნქციების შექმნა უფრო აქტუალური გახდა.

Holmes&Watson-ის დამფუძნებელი ლევან გომშიაშვილი LG-ის ექსპერიმენტზე:-“არსებობს ბრიფები, სადაც ბევრს ჰგონია, რომ ფანტაზიას ვერ გაშლი. ეს კი უბრალოდ ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველა ხარისხიან ბრიფს შეიძლება უპოვო საინტერესო გასაღები.”

P.S. LG მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ: არ გაიმეოროთ ეს ექსპერიმენტი სახლის პირობებში!

 

Y&R-ის ემოციური ვიდეორგოლი მამის დღესთან დაკავშირებით

მილიონი “იმედის მონეტა” დაკარგული ბავშვების საპოვნელად