in

Catena-ს ბრენდინგი მეღვინეობის ისტორიას აცოცხლებს

პირდაპირ გეტყვით, Robilant-ის მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანია მშვენივრად ასახავს ერთ-ერთი არგენტინული ოჯახის უძველესი მარნის ისტორიას და მათ გადამწყვეტ როლს სამხრეთ ამერიკაში არსებული მალბეკის აღორძინებაში. კამპანია მეღვინეობის დამფუძნებლის ნიკოლა კატენას 120-წლიან მოგზაურობას და მალბეკის ყურძნის მიმართ მის სიყვარულს ზეიმობს. 

BOG
BOG

თავად ყურძენსაც საინტერესო ისტორია აქვს — მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში გავრცელებული ეპიდემიის გამო თითქმის გადაშენების პირას იყო, თუმცა ნიკოლას შვილიშვილმა ნიკოლას კატენა ზაპატამ არგენტინაში ყურძნის გადარჩენაზე აიღო პასუხისმგებლობა და მისი რენესანსიც შემოგვთავაზა. ამგვარად, რეკლამებშიც ბრენდის ისტორიაა ჩაქსოვილი. ილუსტრაციებშიც მათი ამბები ცოცხლდება და თავგადასავლის გმირებს სწორედ კატენას ოჯახის წევრები წარმოადგენენ.

იმისათვის, რომ კატენას რეალური შეგრძნებები ჩვენამდე მოეტანათ, Robilant-ის გუნდმა ერთი კვირით არგენტინულ კულტურასთან თანაცხოვრება გადაწყვიტა, კატენას მემკვიდრეობის, კულტურისა თუ მისწრაფებების შესწავლა. როგორც Robilant-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ფაბიო მოლინარო ამბობს, მათი მიზანი ოჯახის ისტორიის ლეგენდარულ მითად ქცევა იყო, დამკვირვებლისთვის საშუალების მიცემა, რომ თავი ამ ამბის ნაწილად ეგრძნოთ. 

ეს კამპანია არ ეხება უბრალოდ ღვინის გაყიდვას, ეს ჩვენი მისწრაფების, ისტორიისა და მალბეკის სიყვარულის მსოფლიოსთვის გაზიარებაა, — აცხადებს ლაურა კატენა.

Vismino-მ Young Lions Georgia-ს სტუმრების მიერ შექმნილი პოსტერი გააციფრულა

Nescafé გვიზიარებს, როგორ ვიზრუნოთ სამყაროზე ყავის მომზადებისას