„კატერპილარის” ბრენდს მთელ მსოფლიოში იცნობენ როგორც ხარისხისა და გამძლეობის ეტალონს. ასეთი სახელი კი განმტკიცებულია მისი 100-წლიანი ისტორიით. არ მოგესმათ – ბრენდს წელს 100 წელი შეუსრულდა და რთულია, გავიხსენოთ გასული საუკუნის განმავლობაში შექმნილი მსოფლიო მასშტაბის პროექტები, რომლებმაც კატის მონაწილეობის გარეშე ჩაიარეს.
15 აპრილი კატერპილარის ოფიციალური დაბადების დღეა.
დაარსება
კატერპილარის ფესვები XX საუკუნის დასაწყისს უკავშირდება, როდესაც ორი წამყვანი კომპანია გაერთიანდა, რათა შეექმნათ ძალაუფლების მქონე ბრენდი მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის ინდუსტრიაში. 1925 წელს Holt Manufacturing Company და C.L. Best Tractor Co. შეუერთდნენ ერთმანეთს და კალიფორნიაში ჩამოაყალიბეს Caterpillar Tractor Co. ეს გაერთიანება მიზნად ისახავდა მექანიზირებული ტექნიკის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ ბენჯამინ ჰოლტი, რომელიც ცნობილია პირველი მუხლუხა ტიპის ტრაქტორის გამოგონებით (1904 წ). ეს მნიშვნელოვანი ინოვაცია ბორბლებს ანაცვლებდა მეტალის მუხლუხებით, რაც ტრაქტორებს საშუალებას აძლევდა, უკეთ ემუშავათ რბილ და არათანაბარ რელიეფზე.
სწორედ ამ გამოგონებიდან მომდინარეობს სახელწოდება ‘Caterpillar’, რომელიც ინგლისურად მუხლუხო ხოჭოს ნიშნავს. როდესაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ახალი ტექნიკის მოძრაობა ძალიან წააგავდა მუხლუხოს მოძრაობას. აქედან მიიღო კატერპილარის პირველმა ლოგომ მუხლუხოს ფორმა.
ხოლო 1989 წლიდან დღემდე ბრენდს უკვე ახალი და ყველასათვის ნაცნობი ლოგო აქვს.
გამორჩეული პროექტები:
გასული ასწლეულის განმავლობაში კატის ტექნიკამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მსოფლიოს უდიდეს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის:
- პანამის არხი: კატის ტექნიკის დამსახურებით გაიჭრა პლანეტარული მასშტაბის მქონე პანამის არხი, რომელმაც რამდენჯერმე შეამცირა საზღვაო გადაზიდვების მანძილი და ხარჯები კონტინენტებს შორის.
- NASA აპოლოს კოსმოსური პროგრამა (1960-1970-იანები): კატერპილარის ტექნიკა გამოიყენეს NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვები ობიექტების მშენებლობისას და კატის დიზელ გენერატორები კოსმოსურ ხომალდებთან კავშირის გადამცემი ანტენების უწყვეტი ელექტრო მომარაგებისთვის.
- ჰოლივუდის ცნობილი წარწერა: სწორედ კატის ტექნიკის გამოყენებით აიტანეს და დაამონტაჟეს უზარმაზარი ასოები ‘HOLLYWOOD’.
- ჰუვერის კაშხალი (1931-1936): კატის მუხლუხა ბულდოზერები და გრეიდერები გამოყენებული იყო მასალების ტრანსპორტირებისა და რთული რელიეფის მოსამზადებლად.
- აშშ-ის ინტერსტატული ავტომაგისტრალების სისტემა (1956-დღემდე): კატის ბულდოზერები, დამტვირთველები და ექსკავატორები დაეხმარა ათასობით მილის გზის დაგებაში, ქალაქების დაკავშირებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.
- სამი ხეობის კაშხალი ჩინეთში (1994-2012): ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგური კატერპილარის ტექნიკის მეშვეობით აშენდა.
- მოპოვებითი და ნავთობის საბადოები: კატი ინდუსტრიის ლიდერია მძიმე სატვირთო სამთო მანქანებისა და ექსკავატორების წარმოებაში, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს სამთო ოპერაციებს ემსახურებიან.
კატერპილარის ინოვაციები და დადგენილი სტანდარტები
კატერპილარმა მრავალი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სტანდარტი დაამკვიდრა, მათ შორის:
- კატერპილარის ყვითელი ფერი: 1931 წელს კომპანიამ ოფიციალურად მიიღო “Hi-Way Yellow” ფერი, რაც სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოებასა და მეტ ხილვადობას უზრუნველყოფს.
- მუხლუხა ტიპის ტექნიკა: კატის მიერ დანერგილმა და გაუმჯობესებულმა მუხლუხა სისტემებმა რევოლუცია მოახდინა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებში.
- დიზელის ძრავები: 1931 წელს კატმა წარმოადგინა დიზელის ძრავი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტექნიკის ხარჯთეფექტურობა და გამძლეობა.
- ჰიდრავლიკური ექსკავატორები: კატმა ინდუსტრიაში პირველმა შემოიტანა ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემები, რაც მანქანების შესაძლებლობები და სიმძლავრე გააფართოვა.
- ავტონომიური ტექნიკა: კომპანია ლიდერობს ავტომატიზაციის სფეროში, თვითმართვადი სატვირთო მანქანებით, რომლებიც თანამედროვე სამთო მრეწველობაში გამოიყენება.
კატერპილარი დღეს
დღეს კატერპილარი მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სამთო ტექნიკის, დიზელისა და ბუნებრივი გაზის ძრავების, ინდუსტრიული ტურბინებისა და ლოკომოტივების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ირვინგში, ტეხასის შტატში, ხოლო მისი საწარმოო ობიექტები მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული და 112,900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული ჯამში.
კომპანია აგრძელებს ინოვაციებს, ფოკუსირებულია მდგრად განვითარებაზე, ელექტრიფიკაციაზე და ციფრულ გადაწყვეტილებებზე. CAT-ის ბრენდი გამძლეობისა და სანდოობის სიმბოლოა, რაც კატერპილარს კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციაზე და განაგრძობს მსოფლიო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
საქართველოში კატის ოფიციალური დილერია ბორუსან კატი, რომელიც უკვე 27 წელია ქართულ ბაზარს ამარაგებს კატის პროდუქციით და სრულ სერვისსა და მხარდაჭერას უწევს კატის ტექნიკის მომხმარებლებს. ბორუსან კატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგია იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მომხმარებლისთვის, რომელსაც ამერიკული კატერპილარი ქმნის.
კატერპილარის გზა ინჟინერიის სრულყოფილებისა და გამძლეობის ნათელი მაგალითია. ფერმებიდან ცათამბჯენებამდე, კომპანიის მემკვიდრეობა დარჩება მომავალი თაობების მშენებლობის საფუძვლად.
[პარტნიორის კონტენტი]