in

„კატრანტინი“ – მოკლე ფილმი კრეატორზე, რომელმაც კარანტინში აღმოაჩინა, რომ კატაა

წელს, კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, კრეატიულმა ფესტივალმა Cannes Lions, ონლაინ ღონისძიების გამართვა გადაწყვიტა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის, უფასოდ გახდა შესაძლებელი. ამ მიზნით შექმნილმა საგანმანათლებლო პლატფორმამ – Lions Live, 22 ივნისს, ღონისძიებასთან ერთად აიღო სტარტი და დღეს Lions Live-ის მეორე დღეს ვადევნებთ თვალს. Lions Live-ზე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები პასუხობენ კითხვებს, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, განიხილავენ ქეისებს. ქართველი კრეატორები და მარკეტერები კი დროდადრო გვიზიარებენ ღონისძიებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამჯერად, MBC-ის PR და CR მენეჯერი – თამთა ასლანიშვილი გვიზიარებს მის აღქმას ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები მოკლე ფილმ „კატრანტინის“ შესახებ.

„წელს კანის ფესტივალი ცოტა პოლიტიკურია, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურია პანდემიის ფონზე. მთავარი თემაც ბიზნესის ტრანსფორმაცია და ახალი გზების ძიებაა, ახალი კრეატიული ლიდერშიფის აუცილებლობის ხაზგასმა. ცვლილებების მიღება და new normal-ის გაცნობიერება. დღეს მარკეტერის მკითხველს მინდა AlmapBBDO-ს მოკლე ფილმი (short film) გავუზიარო, რომელსაც “Catrentine” – კატრანტინი ჰქვია და გვიყვება კრეატორზე, რომელმაც ერთ დღესაც გაიღვიძა და მიხვდა, რომ კატაა კარანტინში. კარანტინში ყოფნისას ის აცნობიერებს, რა ბედნიერებაა კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობა, როგორ არ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების სწორედ ჩვენ და როგორ უნდა ვაქციოთ ეს ცვლილებები ახალ შესაძლებლობებად. ვფიქრობ, უკვე დროა, დაგვიანებულიც კი, რომ დავაღწიოთ თავი კატრანტინს და ყველაფერს შევხედოთ როგორც შესაძლებლობას“, – ამბობს თამთა ასლანიშვილი.

„ალდაგი“ „კაიროს ლოჯისტიკსთან“ პარტნიორობის სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

„ვიშლისთი საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი  ბრენდის,  GRACO-ს  ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა“