ვენის ტურიზმის საბჭომ, მუზეუმებსა და გალერეებში ვიზიტორთა მისაზიდად, უჩვეულო ხერხს მიმართა — ცნობილ ფერწერულ ტილოებში ადამიანები კატებით ჩაანაცვლა. ცხადია, ამისათვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო გამოიყენეს, რომელიც ხარვეზების გარეშე უმკლავდება მსგავსი სირთულის მოთხოვნებს.
როგორც თავად განმარტავენ, მიზანი მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობაა და ამისათვის სწორედ ის ცხოველი გამოიყენეს, რომელიც ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ახალი აუდიტორიის მოსაზიდად ყველაზე ეფექტურ გზად კი ბოლო დროის რევოლუციური ტექნოლოგია მიიჩნიეს. AI-ის ვირუსული ტრენდი, რომელსაც ძალიან ბევრი ხელოვანი უპირისპირდება, საუკეთესო აღმოჩნდა კრეატიული კამპანიის შესაქმნელად.